სპორტი

სომხური საფეხბურთო კლუბები ვარჯიშს იწყებენ

არმენპრესი. სრ კომენდატურასა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, სრ უმაღლესი და პირველი ჯგუფების კლუბებს 23 აპრილიდან შეუძლიათ განაახლონ ვარჯიშები.
როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფეხბურთის ფედერაცია. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას გაუნაწილდა კორონავირუსის დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც უახლოეს 3 დღეში გაუნაწილდებათ სრ უმაღლესი და პირველი ჯგუფის ჩემპიონატების მონაწილე კლუბებს. ტრენინგის დაწყებამდე ყველა კლუბი ვალდებულია შეამოწმოს საკუთარი ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო, მომსახურებისა და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. თითოეული კლუბის შემადგენლობაში ვარჯიშებს შეიძლება დაესწროს არაუმეტეს 20 ადამიანი, მათ შორის მოთამაშე, მწვრთნელები, პერსონალი და სამედიცინო პერსონალი.

ერთი კვირის შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს სომხეთის უმაღლესი და პირველი ჯგუფის პირველობების, ასევე VBET თასის გათამაშების განახლების საკითხს. შესაძლო ვადებია მაისისის მეორე ნახევარი – ივნისის დასაწყისი, რაც დამოკიდებულია სომხეთში საგანგებო მდგომარეობის დასრულებასა და რიგ სხვა გარემოებებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button