მთავარისაზოგადოება

გამორთეთ განათება, ჩართეთ ტელეფონები. გენოციდის მემორიალი დაიხურება 24 აპრილს

გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და დღის სიმბოლოში მონაწილეობის მისაღებად მთავრობას აქვს წინადადება.

ერევანი  – Sputnik. სომეხთა გენოციდის მსხვერპლის მემორიალური კომპლექსის შესასვლელი  24 აპრილს დახურული იქნება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის პრეს დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიანმა, აღნიშნა რა, რომ მთავრობამ  ბოლო დღეებში  იმსჯელა 24 აპრილის საორგანიზაციო საკითხებზე და მთელი რიგი წინადადებები და საორგანიზაციო გადაწყვეტილებები მიიღო.

”ღონისძიებები დაიწყება 23 აპრილს. საღამოს 21:00 საათზე დაირეკება ეკლესიის ზარები, რომლის დროსაც ჩაქრება შუქი  ერევნისა და რეგიონალური ცენტრების ქუჩებში. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ბინებში გამორთოთ შუქი და მზერა მიმართოთ გენოციდის მემორიალისკენ, ან უყუროთ საზოგადოებრივის პირდაპირ ტრანსლაციას და  მობილური ტელეფონის განათების ჩართვით ფანჯრებიდან  სიმბოლურად აღნიშნოთ უკვდავი ცეცხლის გარშემო ერთიანი ყოფნა”- აღნიშნა აღაჯანიანმა.

24 აპრილს, 08:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ გაუგზავნონ მესიჯი მოკლე ნომერზე 1915 (სომხეთიდან) და 0037433, 191500 ნომერზე (საზღვარგარეთიდან), რითაც დაადასტურონ თავიანთი შორეული მონაწილეობა ამ დღესთან დაკავშირებით.
”მოქალაქეების სახელები, რომლებიც გამოაგზავნიან შეტყობინებას, აისახება მემორიალის სვეტებზე. 24 აპრილს, 10 საათზე დაიწყება პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და კათოლიკოსის ვიზიტები მემორიალთან ”,- აღნიშნა აღაჯანიანმა.
უსაფრთხოების და ორგანიზაციული მიზეზების გამო, გენოციდის მემორიალი ფაქტიურად დღეიდან დაიხურება.

ნახეთ მეტი
Back to top button