მთავარისაერთაშორისო

თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

როგორც საქართველოში სომხეთის საელჩო გვატყობინებს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

პირველად თბილისის სატელევიზიო ანძა სამ ფერად იქნა მოხატული 2018 წლის 21 სექტემბერს, სომხეთის დამოუკიდებლობის 27 წლისთავთან დაკავშირებით.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და, სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

ნახეთ მეტი
Back to top button