მთავარისაერთაშორისო
მარნეულში ხუთი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

22 აპრილი, tv4.ge მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უჭირთ, პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენენ და შესაბამისად,შემოსავლის წყარო დაკარგეს.
აქციის მონაწილეებმა მარნეულში გზა გადაკეტეს.
ადგილზე მივიდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
