საერთაშორისო

საქართველოში, სამგზავრო მანქანების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა 26 აპრილამდე

საქართველოში, სამგზავრო   მანქანების  გადაადგილების  აკრძალვა გაგრძელდა 26 აპრილამდე,  როგორც საკარანტინო წესების შემადგენელი ნაწილი.   ამასთან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 22 მაისამდე, იუწყება „ნოვოსტი-საქართველო“.

შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, მათ შორის მანქანების გადაადგილებაზე დაიწყება ორშაბათს. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, სპეციალურ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მანქანების მოძრაობა აკრძალულია 17 აპრილიდან 21 აპრილამდე. დღეს ჩიქოვანმა გამოაცხადა აკრძალვის გახანგრძლივების შესახებ.

მან შეახსენა, რომ აკრძალვის დროს მანქანებით გადაადგილების უფლება ეძლევათ   სამედიცინო მუშაკებს, მოქმედი  ობიექტების თანამშრომლებს  და ზოგ შემთხვევაში სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ   მიმართონ სპეციალური ნებართვის მიღებისათვის.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button