მთავარისაზოგადოება

სომხეთში 93 წლის ქალმა კორონავირუსი გადალახა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა  70 წელს გადაცილებულმა  50 ადამიანმა  გადალახა დაავადება  და გაიწერა საავადმყოფოდან.  “არმენპრეს” – ის კითხვაზე  სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული პასუხის მიხედვით,  გამოჯანმრთელებულთა  ნახევარზე მეტი ქალია. მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ხოლო ზოგიერთის კი კრიტიკული.  მსუბუქი ფორმით დავადების გადამლახველთა რიცხვი ძალიან მცირეა.

გამოჯანმრთელებულ პირთა  შორის ყველაზე  ხნიერი 1927 წელს იყო დაბადებული  (93 წლის). მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად საშუალო სიმძიმის  იყო, რის შემდეგაც დადებითი დინამიკა დარეგისტრირდა. ქალი გაწერეს ბინაზე ავადმყოფობის დაძლევის შემდეგ. კიდევ  სამი  ქალი,  1930 წელს დაბადებულები (90 წლისანი ) გამოჯანმრთელდნენ და გაწერილი იქნენ.

მამაკაცთა შორის რეკორდული ასაკი 86 წლია.  რეკორდსმენმა  გადალახა ინფექცია და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაიწერა სამედიცინო დაწესებულებეიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button