მთავარისაზოგადოება

სერჟ თანკიანი შეუერთდა კამპანიას სომეხი მოსწავლეების დასახმარებლად

მსოფლიოში ცნობილმა როკ-მუსიკოსმა მოუწოდა 200 აშშ დოლარის შემოწირულობის გაკეთებისკენ სომხეთსა და არცახში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად.


ერევანი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი როკ-მუსიკოსი სერჟ თანკიანი შეუერთდა საქველმოქმედო ფონდს, მოუწოდა რა შემოწირულობები გააკეთონ სომხეთსა და არცახში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად. თავის Instagram- ის გვერდზე, მან გააზიარა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ასწავლე, სომხეთო“ მიერ ინიცირებული  კამპანიის განცხადება ,,ბოლო მოვუღოთ ციფრულ იზოლაციას“.

”დაგვეხმარე, რომ დასრულდეს ციფრული იზოლაცია სომხეთსა და არცახში. 200 დოლარის შემოწირვით შეძლებთ ერთი მოსწავლის აღჭურვას ტექნიკური საშუალებებითა და ინტერნეტით”, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კოროვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სომხური სკოლები 12 მარტიდან გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმში, მოგვიანებით კი არცახის სკოლებიც გადავიდნენ სწავლების ამ რეჟიმზე. მაგრამ, ზოგიერთი სკოლის მოსწავლე სწავლების ამ რეჟიმს გამოეთიშა სათანადო აღჭურვილობის და ინტერნეტ კავშირის არარსებობის გამო.

სრ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არაიკ ჰარუთიუნიანის თქმით, სომხეთის  მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოებით 10% არ აქვთ შესაბამისი აპარატურა, ხოლო დისტანციური სწავლებისთვის რეგიონებში მინიმუმ 21,000 მოწყობილობის ნაკლებობაა.
ხარვეზის შესავსებად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მოწყობილობების შეგროვება, რომელსაც უკვე შეუერთდა მრავალი პირი და ორგანიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button