მთავარიპოლიტიკა

23 აპრილს, 21:00 საათზე, 3 წუთის განმავლობაში დაირეკება ეკლესიების ზარები, გამოირთვება მოედნების განათება, გაჟღერდება სიმღერა “მოდი ჩემო ბუბულო”

Armtimes.com. 23 აპრილს, საღამოს 21:00 საათზე, 3 წუთის განმავლობაში დაირეკება ეკლესიების ზარები, გამოირთვება ერევნის და რეგიონების მოედნებისა და ქუჩების განათება.
,,ამავე დროს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ბინებში გამორთონ  შუქი და ფანჯრების მახლობლად ჩართონ ტელეფონის შუქი, რითაც შეუერთდებიან აქციას სახელწოდებით “ნათელი ხსოვნის წუთი”. ამ დროის განმავლობაში გაჟღერდება რ. პატკანიანის სიმღერა “მოდი ჩემო ბულბულო”, და ყველას მზერა მიმართული იქნება წიწერაკაბერდისკენ. ღონისძიება ასევე გადაიცემა პირდაპირ ეთერში”,- ნათქვამია მთავრობის Facebook გვერდზე.

24 აპრილს, დილის 08:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ გაგზავნონ შეტყობინება 1915 მოკლე ნომერზე სომხეთიდან, და 0037433191500 ნომერზე საზღვარგარეთიდან. მოქალაქეების სახელები, რომლებმაც გაგზავნეს შეტყობინება, აისახება მემორიალის სვეტებზე, რითაც გამოხატავენ თავიანთ სიმბოლურ მონაწილეობას და პატივს მიაგებენ წმიდა მოწამეთა ხსოვნას.

10:00 საათიდან წიწერნაკაბერდს ეწვევიან სრ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული ასამბლეის სპიკერი და სრულიად სომეხთა კათალიკოსი. პატივის მიგების ცერემონიალი ჩატადება პიანისტის, დამსახურებული არტისტის ჰაიკ მელიქიანის ცოცხალი შესრულების თანხლებით.
პატივის მიგება მხატვრული პროგრამით დაიწყება იმავე დღეს, 22:00 საათზე, სახელმწიფო კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: კლასიკურ და ხალხურ ნაწარმოებებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გაჟღერდება გათენებამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button