მთავარიპოლიტიკა

ახალგაზრდა თურქების 1919-1921 წ.წ. სასამართლო პროცესები: თურქების მიერ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარება

სომეხთა გენოციდის რეალობის დამადასტურებელ მრავალ დოკუმენტს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სტამბოლის სამხედრო სასამართლოებში 1919-1921 წლებში ადგილის მქონე ახალგაზრდა თურქების სასამართლო პროცესების და სომეხთა დეპორტაციისა და მკვლელობის ბრალდებით თურქეთში აღძრული სხვა სასამართლო საქმეების დოკუმენტები, რომლებიც  გენოციდის საკითხებში ცნობილ ექსპერტ ვაჰაგნ ტატრიანის აზრით, “ყველაზე ეფექტური ანტიტოქსინია თურქეთის უარყოფის წინააღმდეგ”.

პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, ქვეყანა მძიმე დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდა. თალეათ ფაშას მთავრობა გადადგა, ხოლო ახალგაზრდა თურქების შვიდი ლიდერი, მათ შორის თალეათიც, გერმანიის გემით გაიქცნენ გერმანიაში. თურქეთში ისინი აღშფოთებით ელოდნენ გამარჯვებულ ძალებთან საბოლოო შერიგებას, რაც, სავარაუდოდ, მძიმე უნდა ყოფილიყო. და ქვეყნის ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში თურქეთში ადანაშაულებდნენ სწორედ ახალგაზრდა თურქებს.

ახალგაზრდა თურქების სასამართლო პროცესი სტამბოლის სამხედრო სასამართლოში (1919)

ამის შედეგად, 1919-1921 წლებში სტამბოლის სამხედრო საგანგებო ინსტანციებში სომეხთა დეპორტაციისა და მკვლელობის ბრალდებით გაიმართა 63-ზე მეტი სასამართლო საქმე, მათ შორის ახალგაზრდა თურქების პარტიის და მთავრობის წევრების, კავშირისა და პროგრესიის პარტიის პასუხისმგებელი მდივნების და ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორების და გამგებლების საქმეები.

ახალგაზრდა თურქების სასამართლო პროცესების ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთმა, იმდროინდელი ხელისუფლების სახით , მიიღო იმგვარად, რომ სომხები მასობრივად დაიხოცნენ წინასწარ განსაზღვრული სახელმწიფო გეგმის თანახმად. ეს სასამართლო საქმეები ამტკიცებენ, რომ სომეხთა მასობრივი ხოცვა წინასწარ განზრახული და დაგეგმილი იყო ახალგაზრდა თურქების პარტიისა და მთავრობის მიერ, ხოლო განზრახვა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია გენოციდების დამტკიცების მხრივ.

მაგალითად, 1919 წელს კავშირისა და პროგრესის პარტიისა და მთავრობის წევრების საბრალდებო დასკვნაში დაფიქსირდა, რომ ახალგაზრდა თურქულმა პარტიამ და მთავრობამ გასცეს ღია ბრძანება სომეხთა ხოცვაზე. საბრალდებო დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ახალგაზრდა თურქებმა ისარგებლეს პირველი მსოფლიო ომით მიცემული შესაძლებლობით – სომეხთა განადგურებასთან დაკავშირებული მათი საიდუმლო გეგმის შესასრულებლად.

მაგრამ, ამგვარად თურქეთში 1919-1921 წლებში ადგილის მქონე ახალგაზრდა თურქების სასამართლო პროცესების მეშვეობით ამ საკითხში სამართლიანობა სრულად არ აღდგენილა. ამ სასამსართლო საქმეების მაგალითიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გენოციდის დამნაშავეები არ უნდა გასამართლდნენ თავიანთი ქვეყნის სასამართლოებში.
თითოეული გენოციდის დანაშაული უნდა გასამართლდეს საერთაშორისო სასამართლოში. ამასთან, ამ სასამართლო საქმეების საბუთები შეიცავენ უდაო ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ სომეხთა გენოციდის რეალობას.

მელინე ანუმიანი
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი


ნახეთ მეტი
Back to top button