მთავარისაზოგადოება

ინიციატივა „ავრორა“ გამართავს ონლაინ დებატებს სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

ჰუმანიტარული ინციატივა „ავრორა“   2020 წლის 24 აპრილს 19:30 საათზე გამართავს ონლაინ დებატს  სომხეთის გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით.  დისკუსიის მიზანია პატივი მიაგოს საუკუნის წინათ  უდანაშაულოდ დაღუპულთა  ხსოვნას და  მადლობა მოახსენოს  მათ, ვინც დღეს  გმირულად ებრძვის მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიას.  როგორც IDeA Foundation– ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან გვაცნობეს, ღონისძიების მსვლელობისას  დასახელებული იქნება აგრეთვე  2020 წლის „ავრორას“ პრიზის მფლობელებიც.

ონლაინ დებატებისას  მოხსენებით გამოვლენ თანადამფუძნებლები:  ნუბარ აფეიანი, ვარდან გრიგორიანი და რუბენ ვარდიანანი,  „ავრორას“ პრიზის შესარჩევი კომისიის  თავმჯდომარე  ლორდ   არა დარზი,  „მშვიდობის სახლის“ (Maison Shalom)დამფუძნებელი და 2016 წლის „ავრორას“ პრიზის პირველი  ლაურეატი მარგარიტ ბარანკიცე. დისკუსია გაიმართება Futures Studio- ს განხილვის პლატფორმაზე, რომელსაც მასპინძლობს  ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორას“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლა სტანიჩი.

24 აპრილი ყოველთვის განსაკუთრებული იყო ყველა სომეხისთვის, მაგრამ წელს ეს განსაკუთრებული თარიღია, რადგან აღნიშნება  სომხთა გენოციდის 105 წლისა და ჰოლოკოსტის 75 წლისთავი,  ასევე„ავრორას“ დაარსებიდან 5 წლისთავი.  შექმნის დღიდანვე „ავრორა“ ერთგულია მისი ტრადიციებისა. იმ დღეს წიწერნაკაბერდზე პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს მემორიალური კომპლექსი, გამოცხადებული იქნა „ავრორას“გამარჯვებულები და მათი სახელი  ჩაიწერა  სპეციალურ „ჰუმანიტარულ მატიანეში“.  

„ ახლა, როდესაც ახალი კოროვირუსული დაავადების შედეგად შეიცვალა მსოფლიო დღის წესრიგი, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვეულებრივად თავი  ოვიყაროთ მატენადარანში, ჩვენ უნდა შევიცვალოთ ჩვენი გეგმები და შევეგუოთ არსებულ ვითარებას. თუმცა, ჩვენ მაინც ერთად ვართ და ეს ონლაინ ღონისძიება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ 2020 წელს კვლავ დავასახელოთ „ავრორას“ კონკურსში გამარჯვებულები და  ვისაუბროთ იმ იდეებსა და მიზნებზე, რაც ჩვენ ყველას გვაკავშირებს.

როგორც სომეხთა გენოციდისაგან  გადარჩენილთა მემკვიდრეებს, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სირთულეებთან უხდება შეჯახება დღევანდელ ადამიანს.  ვცდილობთ პირად გამოცდილება  და  მიღებული ცოდნა მოვახმაროთ  კაცობრიობას და გავუღვივოთ მათ იმედი. ჩვენ ასე ვიქცეოდით წარსულში და ახლაც  ასე მოვიქცევით ყველანი  ერთად.

2020 წელს  24 აპრილის ონლაინ ღონისძიებზე კარი ყველასათვის ღიაა.  დისკუსია გაიმართება ინგლისურად, სომხური და რუსული თარგმანებით.  Zoom პლატფორმაზე ბმულის მისაღებად, მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ან დისკუსია პირდაპირი ჩართვით  იხილონ Facebook- ზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთდროულად სომხური ან რუსული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ მასშტაბით, ვინც დარეგისტრირდა Zoom– ის საშუალებით. შემოგვიერთდით ონლაინ დისკუსიაში და დაგვეხმარეთ სამადლობელო  გზავნილის გავრცელებაში“, – ნათქვამია ინციატივა „ავრორას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button