მთავარიპოლიტიკა

სომეხთა გენოციდი ან დიდი დანაშაული

სომეხთა გენოციდი ან დანაშაული. ოსმალეთის იმპერიის მართვის ქვეშ არსებული ახალგაზრდა თურქების “Ittihad ve Teraki” პარტიის მიერ ორგანიზებული გენოციდი, რომლის შედეგად 1915-1923 წლებში მასობრივ დეპორტაციას დაექვემდებარა და განადგურდა ოსმალეთის იმპერიის რაიონების, მათ შორის დასავლეთ სომხეთის სომეხი მოსახლეობა.
სომეხთა გენოციდი განხორციელდა რამდენიმე ეტაპით: სომეხი ჯარისკაცების განიარაღება, სომეხთა სელექციური ევაკუაცია სასაზღვრო რაიონებიდან, სომეხთა მასობრივი დეპორტაცია და  მკვლელობა.

გენოციდის მთავარ ორგანიზატორებად ითვლებიან ახალგაზრდა თურქების ლიდერები თალეათი, ჯემალი და ენვერი, ასევე ,,სპეციალური ორგანიზაციის“ ლიდერი ბეჰაედდინ შაქირი. სომეხთა გენოციდის პარალელურად ოსმალეთის იმპერიაში მოხდა ასირიელებისა და პონტოელი ბერძნების ხოცვა. სომხური დიასპორების უმეტესი ნაწილი წარმოიშვა ოსმალეთის იმპერიიდან გადასახლებული და გენოციდიდან გადარჩენილი სომხებისგან.

ოსმალეთის იმპერიაში სომხების და ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელთა მასობრივი განადგურების დასახასიათებლად ტერმინი “გენოციდი” თავის დროს შესთავაზა სწორედ ამ ტერმინის ავტორმა რაფაელ ლემკინმა. ჰოლოკოსტის შემდეგ, სომეხთა გენოციდი  თავისი შესწავლულობით ისტორიაში მეორედ ითვლება. 1915 წლის 24 მაისის ერთობლივ დეკლარაციაში, ისტორიაში პირველად, მოკავშირე ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია) სომეხთა მასობრივი მკვლელობები შეაფასეს, როგორც “დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.

სომხეთის გენოციდი აღიარებულია მრავალი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ურუგვაი იყო პირველი, რომელმაც ის ოფიციალურად აღიარა 1965 წელს. სომეხთა ხალხის ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად განსჯილი და საერთაშორისო სამართლის მიხედვით გენოციდად აღიარებულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ: საფრანგეთი, ბელგია, შვედეთი, ლატვია, კვიპროსი, არგენტინა, კანადა, შვეიცარია, სლოვაკეთი, ჩილე, იტალია, ნიდერლანდები, რუსეთი, საბერძნეთი, ლიბანი, ვენესუელა, ვატიკანი,  პოლონეთი, ურუგვაი, ბოლივია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ბრაზილია, პარაგვაი.

1965 წლის 24 აპრილს, გენოციდის 50 წლისთავზე, ერევანში გაიმართა მასობრივი მიტინგები, რის შედეგადაც, 1966 წელს განხორციელდა ძეგლის აღმართვის შესახებ 1965 წლის 16 მარტს რატიფიცირებული სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება. ძეგლის მშენებლობა დასრულდა 1967 წელს, ხოლო გაიხსნა 1967 წლის 29 ნოემბერს. მემორიალი ყველა სომეხთათვის მომლოცველთა ადგილად იქცა. ყოველწლიურად, 24 აპრილს, ასობით ათასი სომეხი და უცხოელი მოდის აქ, რომ პატივი მიაგონ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე თურქეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლს.

ნახეთ მეტი
Back to top button