
1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლებამ დაიწყო კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) სომეხი ინტელიგენციის და მოღვაწეთა მასობრივი დაპატიმრებები. დაპატიმრების შემდეგ ყველანი დასაჯეს წამებით, გამონაკლისების გარდა. 24 აპრილი სიმბოლურად ითვლება სომხეთის გენოციდის დღედ, რადგან იმ დღეს თურქებმა გაანადგურეს სომეხი ინტელიგენცია.
ჩვენ გვაქვს საერთოდ მცდარი წარმოდგენა, რომ გენოციდი 1915 წელს დაიწყო, მაშინ როცა ჯერ კიდევ მეორე სულთანმა, აბდულჰამიდ II- მ, სომხების სისტემატური ხოცვა-ჟლეტა აწარმოა 1894 წლიდან 1896 წლამდე. ახალგაზრდა თურქები აბდულჰამიდის მაგალითის მიმდევრები იყვნენ.
– გენოციდი გაგრძელდა 1923 წლამდე. თურქეთის გენოციდული პოლიტიკა კი გრძელდებოდა 1915-23 წლების შემდეგაც რეპრესიების, დეპორტაციისა და სხვადასხვა შეზღუდვების სახით იმ სომეხებზე, რომლებიც თურქეთში დარჩნენ 1915-23 წლის შემდეგ.
-1937-38 წწ – დერსიმის ხოცვა-ჟლეტა, აქ მცხოვრებო სიმხების უდიდესი ნაწილის განადგურება;
-1955 – ბერძნებისა და სომხების კიდევ ერთი ხოცვა სტამბოლში;
-1990-იან წლებში – თურქი ბოევიკების მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის ომში;
-2007 – საზოგადო მოღვაწის მკვლელობა, ჟურნალისტი ჰარანტ დინკი,
2011 წლის 24 აპრილი – სომეხი სევან ბალექჩეს მკვლელობა თურქეთის სამხედრო ნაწილში
2014 წლის მარტი-აპრილი – ქესაბზე თავდასხმის ხელშეწყობა.
– თურქები ხოცავდნენ სომეხებს, ბერძნებს, ასურელებს, არაბებს, მათ ჩამოართვეს უძრავი ქონება. სომხების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი არის პირველი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მსოფლიოს ისტორიაში.
გენოციდის პირველ ეტაპზე სომხები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ გვარი და სარწმუნეობა, რის შედეგადაც ძალით იქნა გამაჰმადიანებული ასი ათასობით სომეხი და მოწყვეტილი იქნენ მათი ფესვებიდან.
სომეხთა გენოციდისას დაღუპულთა რიცხვი აღწევს 1,5 მილიონს და ეს გამოთვლილია მხოლოდ 2015 წელს დაღუპულთა რიცხვიდან. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შესაძლებელია მეტი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1894 წელს და გაგრძელდა 1923 წლამდე.
გენოციდის შედეგი იყო ის, რომ დასავლეთ სომხეთის ეთნიკურად სომხური მოსახლეობა არა მარტო ფიზიკურად განადგურდა, არამედ განადგურდა მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და სომხებმა დაკარგეს მშობლიური მიწა.
დღემდე დასავლეთ სომხეთში სომხები ცხოვრობენ შეფარულად, შიშისგან მალავენ თავიანთ წარმოშობას.
1920 წლის 22 ნოემბრიდან თურქეთმა დაიპყრო სომხეთის რესპუბლიკის 80% -ზე მეტი, მათ შორის ვანი, ბილისტი, ერზურუმი, ტრაპიზონი, ყარსი და სურმალუ.
1993 წლიდან თურქეთი აწარმოებს არალეგალურ ბლოკადას სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.