მთავარისაზოგადოება

კორონავირუსი სომხეთში. ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში გაიზარდა 81-ით და გახდა 1677

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა სომხეთში კორონავირუსის დაავადების ბოლო დღის დინამიკა. დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება. 75 ადამიანი გაეწერა საავადმყოფოდან.
ერევანი, 25 აპრილი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 81 – ით გაიზარდა და 1677 გახდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ტესტირება სულ 17,342 ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულიდან 803 უკვე გამოჯანმრთელებულია, 846 კი მკურნალობს. გარდაიცვალა 28 ადამიანი. ბოლო დღეს, 790 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, ხოლო 75 ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა.
გუშინ, 24 აპრილს, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-ით გაიზარდა და გახდა 1596.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მთავრობის 11 აპრილის სხდომაზე, სრ პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა შესთავაზა ამ რეჟიმის გახანგრძლივება კიდევ 30 დღით.
13 აპრილს, საგანგებო სესიაზე, აღმასრულებელმა ორგანომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ.
ის გაგრძელდება 2020 წლის 14 მაისამდე, 17:00 ჩათვლით.

ნახეთ მეტი
Back to top button