მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა

გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 555 ადამიანია.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 456-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

აქედან გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 555 ადამიანია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button