მთავარიპოლიტიკა

როდის და როგორ აშენდა წიწერნაკაბერდი?

წიწერაკაბერდი არის ბრინჯაოს ხანის უძველესი ადგილი ერევანში, მდინარე ჰრაზდანის მარჯვენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, აქ იყო სომეხთა სიყვარულის ქალღმერთის, ასტღიკის ტაძარი,  და მეორე სართულზე მცხოვრებ მერცხლებს, როგორც შიკრიკებს, ამბები მიჰქონდათ  ასტღიკის შეყვარებულ, ღმერთ ვაჰაგნთან (აქედან წარმოიშვა სახელწოდება წიწერაკაბერდი, ანუ მერცხლების ციხე).

აჯაფნიაკის ადმინისტრაციულმა რაიონმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ისტორიული მიმოხილვა, რომელშიც წარმოადგინა წიწერაკაბერდის მშენებლობის ისტორია.
საბჭოთა პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად უარყოფილი და მიუღებელი იყო რაიმე ეროვნული იდეოლოგია, ხოლო სომეხთა გენოციდის გახსენებასა და მსხვერპლთა ხსოვნაზე იძულებითი დუმილი იყო გამოცხადებული.
1965 წ. 24 აპრილს, როდესაც მრავალრიცხოვან ქვეყანაში აღნიშნავდნენ სომეხთა გენოციდის 50 წლისთავს, მრავალათასიანი მიტინგი იქნა ორგანიზებული ერევანში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. დაეთანხმა რა საზოგადოების მოთხოვნებს , სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭომ 1965 წლის 16 მარტს მიიღო გადაწყვეტილება გენოციდის მსხვერპლის ხსოვნის სამარადისო ძეგლის აშენების შესახებ.

მემორიალური კომპლექსი აშენდა ორ წელიწადში, რეკორდული სიჩქარით, საზეიმო გახსნა 1967 წლის 29 ნოემბერს მოხდა. იგი ააშენა მოქანდაკე ვან ხაჩატრიანმა, არქიტექტორების – არტურ თარხანიანის და საშურ ქალაშიანის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.
წიწერაკაბერდის მემორიალი სამი ძირითადი ნაგებობისგან შედგება: მარადისობის ტაძარი, “აღორძინებადი სომხეთის” მემორიალური სვეტი და მემორიალური კედელი.

მარადისობის ტაძარი შედგება წრეში მოთავსებული, შიგნით გადახრილი 12 ქვის ფილისაგან. რიცხვი 12 შეირჩა გეომეტრიული კანონების საფუძველზე, მაგრამ ხალხს მიაჩნია, რომ ეს სვეტები დასავლეთ სომხეთის 12 უდიდესი შტატის სიმბოლოა.

სინამდვილეში, დასავლეთ სომხეთის – ოსმალეთის იმპერიაში ექვსი პროვინცია შედიოდა – (ვანი, ერზურუმი, დიარბექირი, ბიტლისი, ტრაპიზონი, სებასტია), ხარბერდთან ერთად -7, ამის გარდა ცალკე იყო კილიკია, როგორც ადანის ცალკე ვილაეთი.
”არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს 12 სვეტი არის დასავლეთ სომხეთის 12 ვილაიეთი ან 12 მოციქული. ასეთი რამ არ არსებობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ძეგლის ჰარმონია. ჩვენ ვარჩევდით რამდენიმე ვარიანტს: ოთხი, რვა, თექვსმეტი სვეტი, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო თორმეტით. ხოლო გლოვის კედელი აშენდა იმიტომ, რომ მემორიალის მარცხენა ნაწილში იყო სახლები, რომლებიც უშლიდნენ ზოგად სტრუქტურას, უბრალოდ გრძელი კედლით ბინები განცალკევებულ იქნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლისადმი მიძღვნილი ძეგლისგან”,- აღნიშნა არქიტექტორმა საშურ ქალაშიანმა.

მემორიალი არის კომპლექსური ნაგებობა, რომელიც შედგება 3 ძეგლისაგან. მარცხნივ, 100 მეტრი სიგრძის მემორიალური კედელია, რომელზეც არის ამოტვიფრული იმ დასახლებების სახელები, სადაც ხოცვა მოხდა. ცენტრში მდებარეობს 30 მეტრი დიამეტრის წრიული მავზოლეუმი, გადაუხურავი ტაძარი, რომლის გარშემო მოქცეულია ცენტრისკენ  გადახრილი 12 გიგანტური ბაზალტის პილონი, რომლის ძირას მარადიული ცეცხლი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მარადისობის სიმბოლოს წარმოადგენს. მისგან მოშორებით 40 მეტრიანი მემორიალური სვეტია, როგორც უკვდავი მოწამეების მარადიულად ცოცხალი ძეგლი, როგორც სომეხი ხალხის აღორძინების ნათელი სიმბოლო.

ნახეთ მეტი
Back to top button