ეკონომიკამთავარი

სომხური ნამცხვარი აღმოჩნდა ჩეხეთის ეროვნულ ბრენდებს შორის

პრაღა, არმენპრესი: ამ მკაცრ დღეებში, როდესაც მთელი მსოფლიო დაკავებულია კოროვირუსის მიმდინარე სასიკვდილო კამპანიის განეიტრალებით, ჩეხური პრესა ყოველდღიური გადაუდებელი საკითხების გარდა, ცდილობს ჩეხებში ოპტიმიზმი და სიამაყე დანერგოს.

ავტორიტარული ჩეხური “MF დნესის” ყოველდღიური გაზეთის ხუთშაბათის ნომერში გამოქვეყნებულმა ჟურნალმა “მაგაზინ” -მა წარადგინა ოთხი ცნობილი ჩეხური პროდუქტი .


სათაურით “საიდუმლოების მცველები”, წარმოდგენილი იყო ჩეხეთის ოთხი ყველაზე პოპულარული პროდუქტი -ლიქიორი “ბეხეროვკა”, ლუდი “Pilzner Urquel”,ლიქიორი “ფერნეტ სტოკი”  და ნამცხვარი “მარლენკა”. სტატიის ავტორმა დანიელ პაცეკმა წარმოადგინა, თუ როგორ არის დაცული ყველაზე ცნობილი ჩეხური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საიდუმლოებები.

“მარლენკას” ნამცხვრის წარმოების ამბავი დაიწერა სტატიაში “თაფლის რომანი”. გააცნო რა ,,მარლენკას“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის გევორგ ავეტისიანის განვლილი ცხოვრება, თუ როგორ ჩამოვიდა იგი სომხეთიდან 1994 წელს  და დასახლდა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, შემდეგ ფრიდეკ მისტეკში, ჯერ ლუდსახარში აამუშავა, შემდეგ კი შეძლო თაფლის ნამცხვრის ისეთი წარმოების დაუძნება, რომელსაც ახლა ჰყავს 300 თანამშრომელი. დაიწყო ერთი ტორტის გამოცხობით და ახლა წარმოება  გახდა გლობალური ბრენდი და ვრცელდება 52 ქვეყანაში, როგორც ჩეხური პროდუქტი.

ახლა 1 მილიარდი კრონის ღირებულების მქონე ქარხანა აწარმოებს 2.5 მილიონ თაფლის ტორტს  და რვა მილიონ სხვა ნამცხვარს. ნამცხვარი “მარლენკა”, რომელიც მომზადებულია სპეციალური რეცეპტის მიხედვით და ხელოვნური დანამატების გარეშე, შეგიძლიათ შეინახოთ 90 დღის განმავლობაში 24 გრადუს ტემპერატურაზე და დარჩეს ახალი. ტორტის რეცეპტის საიდუმლო ცნობილია მხოლოდ გევორგ ავეტისიანის დისთვის და ქარხნის საიმედო თანამშრომლისთვის. მარელენკას საოჯახო რეცეპტი ინახება კომპანიის სეიფში, რომლის გასაღები მხოლოდ დამფუძნებელ გ.ავეტიანისთანაა. კორესპონდენტთან საუბარში გევორგ ავეტისიანმა აღნიშნა. “ჩემთვის, ჩეხეთი წმინდა მიწას ჰგავს. ის ჩემი სახლი გახდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ნამცხვრებით შევძელი ჩეხეთის რესპუბლიკის მსოფლიოში წარდგენა”.

სასიხარულოა, რომ ,,მარლენკა“ ჩეხებისთვისაც ასევე გახდა სიამაყის სიმბოლო და სულ რაღაც ორ ათწლეულში იგი ითვლება არა მხოლოდ ჩეხურ, არამედ გლობალურ ბრენდად, რომელიც წარმოებულია ჩეხეთში.
ჰაკობ ასატრიანი

ნახეთ მეტი
Back to top button