მთავარიპოლიტიკა

არცახს დაეხმარება სომხეთი, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს – რუსეთი. არაღიარებული სახელმწიფოები როგორ ებრძვიან კორონავირუსს

1in.am. კორონავირუსის ეპიდემიამ არ დაინდო მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული ან ნახევრად აღიარებული სახელმწიფოები. როგორ აპირებენ ეს სახელმწიფოები ეპიდემიის დაძლევას, როდის აქვთ მათ დახმარების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები და ძალზე მცირე საკუთარი რესურსები?

კორონავირუსამდეც კი, საქართველოს მხრივ გაუკონტროლირებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანებისთვის არსებობდა სიძნელეები  მედიკამენტების მიწოდების, რთული ოპერაციების ჩატარების და სერიოზული დაავადებების მკურნალობის საკითხში. როგორ უმკლავდებიან ახლა ეს ნახევრად აღიარებული სახელმწიფოები პანდემიას? ექიმები ხშირად აღნიშნავენ, რომ გამკლავების ყველაზე დიდი სირთულე თვით-იზოლაციის დაცვაა. თუ თავიდან მოქალაქეებმა იოლად დაიცვეს, რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი დაიღალნენ სახლში ჯდომით, ახლა კი ქუჩაში ბევრ ადამიანს შეხვდებით. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაუმკლავდნენ პანდემიას, თუკი მოხდება მისი გამწვავება. ამჟამად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მცირეა. თბილისმა დახმარება შესთავაზა, მაგრამ თვითგამოცხადებულმა სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს მასზე. ”რა თქმა უნდა, საქართველო ამბობს, რომ მზად არის დაგვეხმაროს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეპიდემიის არსებობის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია სხვა მნიშვნელოვანი რამ დავკარგოთ. ახლა დიდი გამწვავება არ არის და ჩვენ ჩვენს სიამაყეს არ დავთმობთ, რომ თბილისს დახმარება ვთხოვოთ”,- BBC- ს განუცხადა აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ალხაზ ჯინჯოლიამ.

მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან  დარწმუნებით ისმის, რომ ეს რეგიონები შეძლებენ პანდემიის დაძლევას, აქ როგორც ტექნიკის, ასევე სპეციალისტების ნაკლებობაა. სამხრეთ ოსეთის მთავარმა ანესთეზიოლოგმა და რეანიმატოლოგმა ალექსანდრე პლიმმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის გავრცელების  შემთხვვაში ის დახმარებისთვის საქართველოს კი არ მიმართავს, არამედ რუსეთსა და უკრაინის მხრივ გაუკონტროლირებად დონეცკელ მის კოლეგებს. და მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთთან, წითელი ჯვრის გარდა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია არ მუშაობს, ისინი დახმარებისთვის რუსეთის გარდა, არავის არ მიმართავენ. და საინტერესოა რამდენად შეძლებს რუსეთი მხარდაჭერას, რადგან აქ რიცხვები, რბილად რომ ვთქვათ, გამამხნევებელი არაა და დღითიდღე ვითარება რთულდება. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, მიიღო დახმარება გაეროსგან, რომელიც, სხვათა შორის,  აფხაზეთამდე მივიდა საქართველოს მხრიდან არაღიარებული საზღვრით.

არცახში კი დღეის მდგომარეობით, ჯერჯერობით 8 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 4, უკვე განიკურნა. ზემოხსენებული ორი არაღიარებული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, არცახის ერთადერთი სპონსორი სომხეთია.
საქართველოს საკითხებით ექსპერტ ჯონი მელიქიანის თქმით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც ახალი არ არის. მათი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა საკმაოდ სუსტია. ”წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება სურვილის მქონე პირებს უფლებას აძლევდა გადაეკვეთათ საზღვარი  და მკურნალობა მიეღოთ სახელმწიფოს ხარჯზე. ამ პირობებშიც კი, უახლესი მონაცემებით, აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი ამჟამად მკურნალობს  საქართველოს ერთ-ერთ საავადმყოფოში. ერთის მხრივ, ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს, მეორეს მხრივ, ყველაზე ახლოს აფხაზეთისთვის სოჭია, სადაც მათ დახმარების მიღება შეუძლიათ. აქ ფინანსური პრობლემა იქმნება. ზოგს ურჩევნია არ წავიდეს საქართველოში, ნაკლები სეგმენტი კი დგამს ამ ნაბიჯს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს უფასოდ მიიღონ სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე. თბილისი მათ მოქალაქეებად თვლის. რაც შეეხება კორონავირუსს, ამ დროისთვის ზუსტი რიცხვები არ ვიცი, მაგრამ გასაგებია, რომ შემთხვევები არ შეიძლება არ იყოს. ბოლო დრომდე, რუსეთთან საზღვრები ღია იყო, შესვლა და გასვლა თავისუფალი. ”შესაძლოა, მათ დახმარება მიიღონ რუსეთიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სისტემა იქ უფრო სუსტია, ვიდრე არცახში”, – განუცხადა მან 1in.am-ს, საუბრის დროს։

მელიქიანის დაკვირვებით, არცახში საავადმყოფო პირობები, სამედიცინო დახმარების გაწევა უფრო განვითარებულია და უფრო მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, არსებობს ერევნის მხარდაჭერაც, რაც კონკურენციის თვალსაზრისით უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. ”ამ გარემოებაში, ის პოლიტიკა, რომელსაც მართავენ, ნამდვილად მისასალმებელია. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, რის შემდეგაც, არცახის ექიმები აქტიურად იბრძვიან და არ აძლევენ საშუალებას, რომ რიცხვები გაიზარდოს და გავრცელდეს. თუ შევადარებთ არაღიარებულ ან ნახევრად აღიარებულ სახელმწიფოებს, იგივე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არცახს უკეთესი სასტარტო შესაძლებლობა ჰქონდა კოროვირუსთან ბრძოლაში”.
და ეს იმ გარემოებაში ხდება, როდესაც არცახს მხარს უჭერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სომხეთი, ხოლო სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საშუალება აქვთ მიმართონ რუსეთს. ”და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა ყოველთვის არ იყო მიმართული კონკრეტულ მიზნობრივ პროგრამებზე. აქედან გამომდინარე მათ აქვთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს”.

ნახეთ მეტი
Back to top button