მთავარისაზოგადოება

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა

,,პირველი არხის” ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია დაუდასტურა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება.

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი.

ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button