მთავარისაზოგადოება

კიმ კარდაშიანი კიდევ ერთხელ შეეხო სომეხთა გენოციდს

კიმ კარდაშიანი  კიდევ ერთხელ შეეხო სომეხთა გენოციდს თავის Instagram- ის გვერდზე,  სექციაში Stories .  ”მე ვიცი, რომ სომხეთის გენოციდი აღინიშნა 24 აპრილს, მაგრამ ეს კადრები მე დღეს ვნახე” – წერს იგი.

კიმმა  აჩვენა მსოფლიოს რუკა, შემდეგ კი სომხეთი წითლად გამოაცალკევა,  სადაც წერს:  „ეს კი პატარა სომხეთია“.

„გენოციდი დაიწყო 1915 წლის 24 აპრილს. ჯერ განადგურებულნი იქნენ  ყველაზე წარმატებული სომხები. შემდეგ ოსმანეთის თურქები მოვიდნენ ქალებისა  ბავშვების დასახოცად“.

კიმმა ასევე გამოაქვეყნა საზარელი დოკუმენტური ფოტოები, სადაც აღნიშნა, რომ 1917 წლისათვის უკვე გაჟლეტილი იყო    1,5 მილიონი სომეხი.

მან ასევე გაიხსენა ადოლფ ჰიტლერის ცნობილი სიტყვები 1939 წლის ჰოლოკოსტის წინ: „ბოლოს და ბოლოს, დღეს ვიღას ახსოვს სომეხთა გენოციდი?”

პოსტის დასასრულს, კარდაშიანმა გამოაქვეყნა სომხური სამფეროვანი დროშა და წააწერა:  „დღეს ჩვენ ვიხსენებთ  სომეხთა  გენოციდს იმიტომ,  რომ არცერთმა  სხვა ერმა, ეთნიკურმა  თუ რელიგიურმა ჯგუფმა   აღარასოდეს განიცადოს მსგავსი რამ“.

ნახეთ მეტი
Back to top button