მთავარიპოლიტიკა

საქართველო არ უნდა იყოს ბოლო ქვეყანა, რომელიც აღიარებს სომეხთა გენოციდს

ამ დღეებში „სამცხე -ჯავახეთის მედია -ანალიტიკურმა ცენტრმა“ გაავრცელა ერთი განცხადება, რომელსაც გაწვდით მცირეოდენი შემოკლებით.

„საქართველოში მოქმედი არაერთი სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ითხოვს ქვეყნის ხელისუფლებამ  აღიაროს და დაგმოს 1915 წლის გენოციდი. სომეხთა  გენოციდი, რომელიც  არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდე მიმართული დანაშაულია.

 მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ დიდი ხანია აღიარა და დაგმო სომხეთა  გენოციდი. ამ ქვეყნებს შორისაა ის ქვეყნებიც, რომლებსაც  ბაძავს საქართველო და მასთან დამყარებული აქვს სტრატეგიული და მოკავშირული ურთიერთობები. არაერთმა  მძლავრმა  ევროპულმა  ქვეყანამ  დიდი ხანია ფაქტებს თავისი სახელი უწოდეს  და აღიარეს 1915 წლის სომეხთა გენოციდი.  საქართველოს სტრატეგიულმა  მოკავშირმ   აშშ-ის კონგრესის ორმა პალატამაც იგივე გააკეთა. რა თქმა უნდა, ერთ დღეს სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეზობელი, საქართველოც იგივე გააკეთებს, მაგრამ როდის მოხდება ეს?  საქართველო იქნება მსოფლიოში ბოლო ქვეყანა ვინც აღიარებს და დაგმობს ამ დიდ გლობალურ კატასტროფას? თუ არა საქართველომ, აბა ვინ იცის უფრო მეტი თურქების მიერ განხორციელებული  სომეხი და ქართველი ხალხის  ხოცვა-ჟლეტის  შესახებ?  საქართველოს ისტორიული ნაშრომები  ყოველთვის მოგვითხრობენ თურქეთის, როგორც მკვლელის იმიჯზე, თურქეთზე, რომელსაც საუკუნეზე ნაკლები ისტორია გააჩნია. საქართველომ საკუთარ კანზე  გამოსცადა  თურქეთის გენოციდური  სტილი  საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ამ ვითარებაში,  მცირეა მათი რიცხვი, ვინც საქართველოზე უკეთ იცის თუ რა დიდი ტრაგედია მოხდა 1915 წელს სომეხი ხალხის მიმართ.

დღევანდელ საქართველოს ძალიან ღრმა ურთიერთობები აქვს თურქეთის ამჟამინდელ მთავრობასთან და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველო თავს არიდებს ისტორიული სამართლიანობის აღიარებას. ამასთან, საქართველომ უნდა დაინახოს, რომ ევროპის არაერთმა ქვეყანამ და შეერთებულმა შტატებმა იგივე სირთულეები განიცადეს, მაგრამ მათ იპოვნეს ძალა და  აღიარეს  ისტორიული სამართლიანობა. ეს მათი მხრივ ერთგვარი დახმარებაა თურქეთისათვის, რომ თურქეთმა შესძლოს და თვალი გაუსწოროს მის ისტორიულ წარსულს.  უფრო მეტიც, ქართველთა მორალური ვალი მისი მოქალაქე სომეხი ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ უფრო გაიზარდა მას შსემდეგ, რაც საქართველომ აღიარა XIX საუკუნის ტრაგედია  – ჩერქეზთა გენოციდი.

საბოლოოდ  საქართველო მიჰყვება ცივილიზებული ქვეყნების მაგალითს და აღიარებს სომეხთა გენოციდს,  როდის მოხდება ეს, თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ თუ ადრე? სწორედ ამიტომ, საქართველოში მცხოვრები ყველა სომეხის სახელით, რომლებიც არიან ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამ დიდი ოჯახის  წევრები, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს თავის თავში ძალა,   აღიაროს  და დაგმოს  1915 წლის სომეხთა გენოციდი, კიდევ ერთხელ დაადასტუროს  ის უნივერსალური ფასეულობები, რომლის მატარებელიც სურს გახდეს საქართველოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button