საერთაშორისო

აზერბაიჯანში გარდაუვალი „კრახი“ იწყება?

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გამგეობის გუშინდელი  გადაწყვეტილებით  დროებითი ადმინისტრატორები დაინიშნა ბანკებში:  Atabank, AGBank, NBC Bank და Amrah Bank. ინფორმაცია გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ პრესაში სათაურით  “ოთხი აზერბაიჯანული ბანკის კრახი”.

სომხური ეკლესია ბაქოში დღევანდელი გადაწყვეტით …

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მუდმივმა დაცემამ  აზერბაიჯანი უფსკრულის პირას  მიიყვანა. ოთხი ბანკის დაშლა  პირველი მერცხლებია,რომლებიც შესაძლებელია  მიუთითებდნენ  აზერბაიჯანის ეკონომიკაში მიმდინარე  უარყოფით პროცესებზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნავთობის ფასები  ასეთ დაბალ დონეს აღწევს, მაგრამ, ალბათ, პირველადაა, როცა  ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნავთობის  ეპოქა  უკვე წარსულს ბარდება  და  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფასები ექსპორტიორებისთვის კომფორტულ დონეზე აღდგეს. თუ რუსეთს, საუდის არაბეთს, შეერთებულ შტატებს შეუძლიათ გაუძლონ ასეთ შოკს, აზერბაიჯანმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაკარგოს ბალანსი. უფრო მეტიც, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ფუნდამენტს ძალიან ცოტა  ვინმე თუ აღიქვამს  სერიოზულად.

ბაქოში,ყველა სცენარი აშკარად განიხილება,   სწორედ ამიტომ ალიევმა დაიწყო თითქმის თვეში ერთხელ თურქული ქვეყნების სამიტების  ინიცირება.  თებერვალში მან შეცვალა მილი მეჯლისი, ამ ბოლო დროს  გააკრიტიკა  საგარეო საქმეთა მინისტრი მამედიაროვი,  ამავე დროს მოუხსნა  სისხლის სამართლის ბრალდება მისი მთავარი კონკურენტს  ილგარ მამედოვს. ხან  ალიევი ალაგებს  ურთიერთობებს რუსეთთან, ხან კი მის პარლამენტში ღებულობენ  კანონპროექტს “1920 წლის 28 აპრილს წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციასთან დაკავშირებით”. ალიევი ხან უთანხმდება  ერდოღანს  ნახჭევანში  ერთობლივ სამხედრო ნაწილზე, ხან ადანაშაულებს თურქეთს  ნახჭევანის  საზღვრის ჩაკეტვაში.

არამწყობრი ნაბიჯები  მიუთითებენ  მომავლის ხედვის ნაკლებობაზე, უფრო სწორად კი, ალიევი ხედავს, რომ მისი ქვეყნის მომავალი მიდის კრახისაკენ და ცდილობს მოირგოს სამაშველო  ჟილეტი.

აზერბაიჯანი შეიქმნა 1918 წელს ბრიტანეთის, რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკების  შედეგად – პირველმა მოიპოვა ნავთობზე წვდომა, მეორემ შეინარჩუნა უნარი დაებრუნებინა კონტროლი მისი იმპერიის პერიფერიაზე (რაც მან 2 წლის შემდეგ გააკეთა), ხოლო  თურქეთმა შექმნა “შვილობილი” სააქციო საზოგადოება კავკასიაში.

თუ ნავთობი დაკარგავს  თავის გეოპოლიტიკურ  მნიშვნელობას, მაშინ აზერბაიჯანს ფეხქვეშ  ნიადაგი გამოეცლება. მსოფლიო საზოგადოება კი დიდი ხანია  სკეპტიკურადაა განწყობილი   აზერბაიჯანის ტერიტორიულ  მთლიანობის მიმართ. ყველა წინადადება  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ  პირდაპირ კავშირშია მთიანი ყარაბაღის  თვითგამორკვევისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უფლებათან.

მართალია, თურქეთი და რუსეთი ცდილობენ, რომ აზერბაიჯანი არ დაიშალოს, მაგრამ ამის საშუალებები და მოტივები სულ უფრო და უფრო მცირდება. ერთ დღეს შეიძლება დადგეს დრო, როდესაც რუსეთი და თურქეთი იძულებულნი გახდებიან  გადახედონ  თავიანთ სახელშეკრულებო ჩარჩოებს, შემდეგ კი შესაძლოა აზერბაიჯანის არსებობა ეჭვქვეშ დააყენონ. თურქეთი უკვე ემზადება ამისათვის და ცდილობს ნახჭევანის ათვისებას.

ნახეთ მეტი
Back to top button