საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ისწავლონ ნორმალური ცხოვრება კორონავირუსის პირობებში

28 აპრილი, არმენპრესი. სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა კოროვირუსის პირობებში ისწავლონ ნორმალური ცხოვრება. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაცხადა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, აღნიშნა რა, რომ კორონავირუსის კრიზისი შეიძლება  დიდხანს გაგრძელდეს.
”ახლა, ვინ შეიძლება თქვას, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს საგანგებო მდგომარეობა ან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი? ჩვენი გათვლები გვიჩვენებს, რომ ჩვენ ამ კორონავირუსის კრიზისში აღმოვჩნდებით მომავალი წლის მარტამდე. ყველა მზად იყავით, რომ კორნავივირუსი  იქნება  შემდეგ მარტამდე. თუ ჩვენ არ ვისწავლით ნორმალურ ცხოვრებას კორონავირუსის პირობებში,  კომუნალური გადასახადების გადახდით, კოლაფსში აღმოვჩნდებით”,- აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს 10 დღეში კომენდატურა წავა შეზღუდვების შემცირების მიმართულებით.
14 აპრილს გამართულ სპეციალურ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ მიიღო რესპუბლიკაში 2020 წლის 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის 2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 30 დღით, 2020 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება. ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვის რეჟიმი.
ნორაირ შოღიკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button