მთავარისაზოგადოება

საქართველოში უფრო მოწესრიგებულნი არიან თუ ტესტირების რაოდენობაა მცირე? ელჩი კორონავირუსის შემთხვევების შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 496 რეგისტრირებული შემთხვევაა,  გარდაიცვალა  6, იზოლირებულია  5000.   საერთო  ჯამში     დაახლოებით 12 000  ტესტირება ჩატარდა. ამის შესახებ განაცხადა დღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა  სომხეთის  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაზე.

”ბოლო პერიოდში პრესაში ბევრი საუბარი იყო საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში დისციპლინას პატივს სცემენ“, – თქვა მან.  

როგორც „სპუტნიკი-არმენია“  წერს, ამასთან, სადოიანმა არ დაიმალა, რომ საქართველოში ნაკლები ტესტები ტარდება, ვიდრე სომხეთში და რომ ქვეყნის ხელისუფლება ამჟამად ტესტების ახალ ჯგუფს ელოდება.

მენეჯმენტის აკადემიის რეგიონალური კვლევების ცენტრის მეცნიერ-მუშაკმა  ჯონი მელიქიანმა თქვა, პირველი შემთხვევა  საქართველოში აღირიცხა 26 თებერვალს, მაგრამ 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ შექმნა სამთავრობათაშორისი საბჭო კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.  

„თავიდანვე საქართველოში გამოყენებული იქნა შემზღუდავი ღონისძიებები. პრობლემები იყო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, რომლებიც გამოცხადდა საკარანტინო ზონებად  და ჩაკეტეს შესასვლელ-გასასვლელი ამ რაიონებში.  აქ  ინფექცია  აზერბაიჯანიდან  იქნა შემოტანილი.  მაგრამ  შესაძლებელი გახდა ლოკალიზაცია და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება”, – თქვა მელიქიანმა.

ანალიტიკოსმა გაიხსენა ინფექციის გავრცელების შემთხვევა ქალაქ ეჩმიაძინში და როცა ქალაქი საკარანტინო ზონად გამოაცხადა და დასძინა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, საქართველოსგან განსხვავებით, ვერ მოახერხა ინფექციის ლოკალიზაცია და ის გავრცელდა, მიუხედავად შეზღუდვებისა.

ამასთან, მელიქიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული შემთხვევების მცირე რაოდენობა პირდაპირპროპორციული იყოს ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან.

„იქნებ მათ უფრო მეტი ტესტები რომ  ჩაეტარებინათ, უფრო მეტი შემთხვევა დარეგისტრირდებოდა“, – თქვა მელიქიანმა.

ამავე დროს,  ექსპერტის აზრით,  ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში მატულობს  და ხელისუფლება  უარყოფითი დინამიკის მოლოდინშია. ანალიტიკოსის აზრით,  მეზობელ რესპუბლიკაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა  აღდგომის შემდეგ, რადგან სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ქართულმა და სომხურმა ეკლესიებმა  არ შეზღუდეს  საეკლესიო მსახურებისას მოქალაქეების დასწრება.

ნახეთ მეტი
Back to top button