საზოგადოება

სომხეთიდან საქართველოში მცირე სატვირთო მანქანების შესვლაზე აკრძალვა მოიხსნა

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, ქართულ  მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთიდან საქართველოში  მცირე სატვირთო მანქანების შესვლაზე აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ “არმენპრესს”  აცნობეს სომხეთის  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

„ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ სატვირთო მანქანას, რომელსაც აქვს მცირე სიმძლავრე, შეუძლია გადალახოს სომხეთ-საქართველოს  საზღვარი  ბაგრატაშენ-სადახლო გამშვები პუნქტების გავლით, საქართველოში მოქმედი საელჩოს მიერ საგზაო პუნქტის საბაჟო სამსახურის უფროსისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, საქართველოში სომხეთის საელჩომ  უნდა მიიღოს ზომები დადგენილი მარშრუტის და ტრანზიტის ვადების  დარღვევების აღმოსაფხვრელად.

ქართულ  მხარესთან  მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, მცირე სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირების მსურველებმა უნდა მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შემდეგი სატელეფონო ნომრით  (+995) 322-95-17-23 და მობილური (+ 995) 557-56-13-24 (WhatsApp, Viber)“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button