მთავარისაზოგადოება

სომხეთი შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც 2019 წელში სამხედრო დანახარჯებისათვის გამოყვეს მშპ-ს 4%

სომხეთი და აზერბაიჯანი შევიდნენ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალში,  რომლებმაც 2019 წელს  მშპ-ს 4%  გამოჰყვეს  სამხედრო ხარჯებისთვის. სტოკჰოლმში  მოქმედი „მშვიდობის საკითხთა საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის“  (SIPRI) წლიური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, სომხეთმა თავისი მშპ-ს  4.9% დახარჯა სამხედრო ხარჯებზე, ხოლო აზერბაიჯანმა  4%.

ჩამონათვალს სათავეში უდგას  ომანი, რომელმაც ამ ხარჯებისათვის  მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8% დახარჯა, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი – 8%, ქუვეითი – 5.6%, ისრაელი – 5.3%, იორდანია. 4.7%, ლიბანი – 4.2%, ალჟირი – 6%, პაკისტანი – 4%.

შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი არიან იმ ხუთეულთა შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა   დახარჯეს  გასულ წელს სამხედრო შეიარაღებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button