პოლიტიკა

ცხინვალში დაამტკიცეს ქალაქის სახელი – ”ქალაქი სტალინირი”

Aravot, Telegram-ით, 27 აპრილი, დონეცკის კონტროლირებადი პრორუსული ფორმირებების განკარგულებით დონეცკის სახელწოდების ”სტალინოდ” ,,შეცვლის“ მიყოლებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ცხინვალის სახელწოდების ”ქალაქი სტალინირ”-ის გამოყენების შესახებ. იუწყება ,,ეხო კავკაზა“ სააგენტო “რეს” -ზე მინიშნებით. ”ისტორიული ხსოვნის შესანარჩუნებლად და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ვიხელმძღვანელე რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 51-ე მუხლით, გადავწყვიტე: 1. ქალაქ ცხინვალს სიმბოლურად დავუმკვიდრო სახელწოდება ”ქალაქი სტალინირი ”, რომელიც გამოყენებული იქნება ,,ქალაქი ცხინვალი“-თან ერთად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის ისტორიაში დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული სამახსოვრო თარიღებისადმი მიძღვნილი საქალაქო და რესპუბლიკური ღონისძიებების დროს; 2. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის ისტორიაში სამახსოვრო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებისას სახელწოდება “ქალაქი სტალინირი” და აგრეთვე “ქალაქი ცხინვალი” ერთად განისაზღვროს შემდეგ დღეებში: ა) 9 მაისი – გამარჯვების დღე; ბ) 22 ივნისი – მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღე (1941)”,-ნათქვამია განკარგულებაში.ბიბილოვმა უწყებებს დაავალა ღონისძიებების  ორგანიზება ,,ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელწოდების პოპულირაზაციის მიზნით“. ცხინვალს 1934-1961 წლებში იოსებ სტალინის საპატივცემულოდ სტალინირ (სტალინირი) ეწოდებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button