
სომეხ სპეციალისტთა იგივე გუნდი, რომელმაც მოაწყო „WCIT 2019 “ IT 23-ე მსოფლიო ფორუმი, მსგავსი ტიპის ფორუმს მოაწყობს მოსკოვშიც. ამის შესახებ „სპუტნიკი-არმენიას“ აცნობა მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირისა და WCIT 2019 კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ესაიანმა.
ესაიანის სიტყვებით, კონფერენცია იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების მსოფლიო ალიანსის (WITSA) მეორე ფართო ღონისძიება და ჩატარდება ინოვაციური ქალაქების შესახებ. ახლა ზუსტდება კონფერენციის ჩატარების თარიღები (ან 2020 წლის შემოდგომაზე ან 2021 წლის გაზაფხულზე).
ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ გუნდს, რადგან ეს არის სომეხი სპეციალისტების რეპუტაციის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ WCIT 2019 მსოფლიო IT ფორუმი ერევანში 6-9 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ერევანში 60 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა. სპეციალურად კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში იმყოფებოდნენ წამყვანი კომპანიების ლიდერები და მინისტრები. იმ დღეებში, ერევანმა მიიღო უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორისა კიმ კარდაშიანი, რომელიც ბავშვებთან და უფროს დასთან კორტნისთან ერთად ჩამოვიდა, ამერიკელი სომეხი ბიზნესმენი, Reddit- ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი და მსოფლიოში ცნობილი როკ-მუსიკოსი, SOAD-ს სოლისტი სერჟ თანკიანი.