პოლიტიკა

პუტინის დიდი ვარდნა რუსეთში. ძალაუფლების საკითხი მწვავდება

Lragir.am. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანარუსულმა ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების სარეიტინგო მონაცემები, რომელთა თანახმად, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, იმყოფება რეკორდულად დაბალ დონეზე 28.3 პროცენტით. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 14 წლის განმავლობაში. კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკოსს ენდობიან უფრო მეტად, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 28.3% ასახელებს პუტინს.
ამავე დროს, აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ, რომ 10 პროცენტით მეტმა ადამიანმა დაასახელა მთავრობის მეთაურ მიშუსტინის სახელი. სხვა სიტყვებით, გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეები უფრო მეტად ენდობიან რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს, ვიდრე პრეზიდენტ პუტინს.

ყველაზე საყურადღებო გარემოება ისაა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანარუსული ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას. შესაბამისად, უფრო საინტერესო ხდება, რომ სახელმწიფო სოციოლოგიური კომპანია აფიქსირებს პუტინის რეიტინგის რეკორდულ დაცემას.
პრობლემა ის არ არის, რომ  დაცემა მოულოდნელია. მოულოდნელი ისაა, რომ ამას აფიქსირებს სახელმწიფო სოციოლოგიური კომპანია. რაზე მოწმობს ეს გარემოება, როდესაც აღინიშნება პუტინის რეიტინგის დიდი დაცემა? ნუთუ მართლა ეს მიუთითებს რუსეთის მართვის სისტემაში მის დაცემაზე? სიტყვა ეხება ეგრეთ წოდებულ პირობით “პოლიტიკურ ბიუროს”, სადაც შესაძლოა ფიქრობენ პუტინის გაშვების ან შესაძლოა შეწირვის შესახებ, როგორც ერთ-ერთ კრიზისული სცენარის.

თუკი ეკონომიკური კრიზისი და ნავთობის ფასის ინფლაცია გაგრძელდება, იგი რუსეთში გამოიწვევს არასტაბილურ პერსპექტივას და შესაძლებელია, ამ გარემოებაში გათვალისწინებულ იქნას პუტინის “მსხვერპლის გაღების” საშუალებით ორთქლის გამოშვების, მუხტის შესუსტების შესაძლო ვარიანტი.

შესაძლებელია, რუსეთის ელიტაში მივიდნენ იმ დასკვნაზე, რომ პუტინი საფეხურებრივად კარგავს თავის ადეკვატურობას და ეს უკვე საშიშია არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, არამედ მმართველი ელიტისთვისაც. ამ კონტექსტში, ალბათ, არსებითი მნიშვნელობა იქონია  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ბრძანებულებამ მსოფლიო ომის დასრულების თარიღის შეცვლისა და 2 სექტემბრიდან 3 სექტემბერს გადატანის შესახებ. რუსეთის ელიტაში დღემდე ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ გადაწყვეტილების ახსნას.

ნახეთ მეტი
Back to top button