საერთაშორისო

რას ყვება მამა დავით კობაიძის ადვოკატი

ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის და­კა­ვე­ბუ­ლი წი­ნამ­ძღვრის, და­ვით (კობა) კო­ბა­ი­ძის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჩა­უ­საფ­რდა და ამის შემ­დეგ გა­ის­რო­ლა, რაც, ადო­კა­ტის თქმით­ვე, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე აცხა­დებს, საქ­მე­ში მხო­ლოდ ერთი – სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რის ჩვე­ნე­ბაა, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ გას­რო­ლა და­ვით კო­ბა­ი­ძის მსგავ­სმა პირ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან მამა და­ვითს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს, საქ­მის მა­სა­ლებ­ში არც და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი არ მო­ი­პო­ვე­ბა, ასე­ვე არ არი­ან მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მამა და­ვი­თის შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულს და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. მხო­ლოდ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მამა და­ვი­თის მსგავ­სმა ადა­მი­ან­მა, სხვა არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში არ არის და ვერც იქ­ნე­ბა, რად­გან მამა და­ვი­თი თე­ო­რი­უ­ლა­დაც რომ და­ვუშ­ვათ, ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და გას­რო­ლას. ვერ მო­ას­წრებ­და მო­ნას­ტრი­დან იმ გზა­ზე ჩას­ვლას და ჩა­საფ­რე­ბას, სა­ი­და­ნაც მამა საბა გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ბრალ­დე­ბის მხა­რე ავი­თა­რებს ამ ვერ­სი­ას, რად­გან მამა და­ვით­მა იცო­და, მამა საბა საით უნდა გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი­ყო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს გას­რო­ლაო. საქ­მის მა­სა­ლებ­ში წე­რია, რომ მამა და­ვი­თი ჩა­უ­საფ­რდა. საქ­მე­ში არის ასე­ვე მან­ქა­ნა, ბრალ­დე­ბის მხა­რე ვა­რა­უ­დობს, რომ ამ მან­ქა­ნით მამა და­ვი­თი უნდა გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი­ყო“, – აცხა­დებს კო­ბა­ი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­სა და ბრალ­დე­ბულს, არც ახლა და არც წარ­სულ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვერ­სია, რომ ბრალ­დე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს სხვა შემ­თხვე­ვა­ში და­ნაც გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

„და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მათ არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ და ვერც ექ­ნე­ბო­დათ, ვი­ნა­ი­დან მათ ერ­თმა­ნეთ­თან სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. საქ­მის მა­სა­ლე­ბით არ იკ­ვე­თე­ბა, რომ მათ რა­ი­მე სა­ხით კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­დათ, ეს ვერ­სი­ე­ბია, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და, არც სხვა პირ­თან არ ჰქო­ნია და­პი­რის­პი­რე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ას მე­ო­რე დღეს მი­მარ­თა, აინ­ტე­რე­სებ­და რა მოხ­და და ამის შემ­დეგ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა“, – აცხა­დებს კო­ბა­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, და­ვით (კობა) კო­ბა­ი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, და­კა­ვე­ბულ­მა და­ვით (კობა) კო­ბა­ი­ძემ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რი­ე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რის შემ­დგო­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით გრძელ­დე­ბა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ნახეთ მეტი
Back to top button