მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან

News.am. 28 აპრილს, სომხური მხარის ინიციატივით, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის სატელეფონო საუბარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან. ამის შესახებ იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

სომხეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელებით გამოწვეულ მდგომარეობას და ეროვნულ დონეზე განხორციელებულ პროგრამებს, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ამ კონტექსტში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გერმანელ კოლეგას წარუდგინა სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და ნორმალური ცხოვრების თანდათანობით აღდგენის მიზნით.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პანდემიით განპირობებული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დაძლევის და აღდგენითი პროგრამების მნიშვნელობას – ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია გერმანული მხარის ინიციატივა, ხელი შეუწყოს სომხეთთან გამოცდილების გაცვლას.
მხარეებმა გაცვალეს დეტალური მოსაზრებები ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებსა და მრავალმხრივ პლატფორმებზე ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის გარშემო. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო,  საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში დიალოგის დინამიკის დაცვისა  და გაღრმავების მიმართულებით.

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ ევროკავშირში გერმანიის თავმჯდომარეობას. მინისტრმა მნაცაკანიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა დაუთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავების, აგრეთვე ეროვნულ დონეზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ვალდებულებას, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელება პანდემიით განპირობებულ რთულ პერიოდშიც კი.

ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჰაიკო მაასი ასევე შეეხნენ რეგიონალურ და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ უამრავ აქტუალურ საკითხს. სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხური მხარის პრინციპული პოზიცია და მიდგომები ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით და ხაზი გაუსვა მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ცეცხლის შეწყვეტის მკაცრ დაცვას.
ამ კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button