მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში გაიზარდა 65-ით და გახდა 1932

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა სომხეთში კოროვირუსული დაავადების ბოლო დღის მონაცემები.
ერევანი, 29 აპრილი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 65-ით გაიზარდა და გახდა 1932. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
900 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1000 კი, ფაქტობრივად, მკურნალობს, სულ 20189 ტესტია ჩატარებული, დაღუპულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.
გუშინ, 28 აპრილს, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 59-ით გაიზარდა და გახდა 1867.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სომხეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა 16 მარტიდან 14 აპრილამდე.
მთავრობის 11 აპრილის სხდომაზე, სრ პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა შესთავაზა ამ რეჟიმის გახანგრძლივება კიდევ 30 დღის განმავლობაში.
13 აპრილს, საგანგებო სესიაზე, აღმასრულებელმა ორგანომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ. ის გაგრძელდება 2020 წლის 14 მაისამდე, 17:00 ჩათვლით.

ნახეთ მეტი
Back to top button