ეკონომიკამთავარი

ცვლილებები საქართველო-სომხეთის ტვირთგადზიდვების საკითხში – საელჩოს განმარტება

საქართველო და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ ახალ  რეგულაციებს მიიღებენ ტრანსპორტის  სფეროში, სანამ ჯერ კიდევ ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა.

უფრო ადრე  საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან  მიღწეული შეთანხმების თანახმად,  გაუქმდა  აკრძალვები  რუსეთიდან სომხეთში მიმავალ  მცირე სატვირთო მანქანებზე  საქართველოს  “სადახლოს” საგუშაგოზე.   როგორც „ სპუტნიკი- არმენიას“ კორესპოდენტს აცნობეს საქართველოს სომხეთის საელჩოდან  „საქმე ეხება  სატვირთო მანქანებს, რომლებიც  ვიდრე TIR– ზე ნაკლები ზომის არიან“.

მცირე ზომის მანქანებს ნება მიეცათ განახორციელონ ტვირთგადაზიდვები სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით და კვლავ უკან დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიით.   ჯგუფში ასევე შედის საფოსტო  მანქანებიც, რომლებიც გადაზიდვებს აწარმოებენ   თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მცირე მანქანების მძღოლებს შეუძლიათ სამრეწველო საქონლის ტრანსპორტირება საქართველოს მეწარმეებისაგან (ეს არ ეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რედ.).

მძღოლებმა საზღვართან უნდა წარმოადგინონ  საქართველოში პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მკაცრად უნდა დაიცვან მარშრუტი და გრაფიკი.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სამგზავრო სატრანსპორტო რეისები  აკრძალულია. ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება ჩვეულებრივ  რეჟიმში.

ნახეთ მეტი
Back to top button