მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ტოივო კლაარამ განიხილეს ახალი კოროვირუსის გავრცელების გამოწვევები

Lragir.am. 29 აპრილს, სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაარასთან.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელების შედეგად განპირობებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
”თანამოსაუბრეები შეეხნენ რეგიონში განვითარებულ უახლეს მოვლენებს. არცახში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მინისტრმა მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა არცახში დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა რეალიზების, არცახის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მშვიდობიანი მოგვარების პროცესის ნაყოფიერი განვითარების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ასევე შეეხნენ 21 აპრილს ჩატარებულ ვიდეოკონფერენციას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, რის შედეგადაც მიიღეს ერთობლივი ხუთმხრივი განცხადება. ამასთან დაკავშირებით, ორივე მხარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ახალი ტიპის კოროვირუსის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პირობებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო შენარჩუნებისა და განმტკიცების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button