მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირების 134 ახალი შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2066-ს მიაღწია. გარდაიცვალა 2 ადამიანი

News.am. 30 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში აღინიშნა კორონავირუსით დაინფიცირების 134 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ იტყობინება სრ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის 1932 შემთხვევა აღირიცხა.
30 აპრილს სულ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების 2066 შემთხვევა.
ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 21125 (ბოლო ერთ დღეში 893). ფაქტობრივად, ამჟამად 1103 ადამიანი გადის მკურნალობას (ერთ დღეში გაიზრდა 103 -ით).
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი  (ბოლო დღეს 29 ადამიანი), გარდაიცვალა 32 პაციენტი. გარდა ამისა, ორი ადამიანი გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო, თუმცა ისინი დაინფიცირებული იყვნენ კორონავირუსით.

ნახეთ მეტი
Back to top button