საერთაშორისო

კრემლმა სააკაშვილის გამოჩენას „ცუდი ნიშანი“ უწოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინის ვიცე პრემიერ მინისტრის პოსტზე ქვეყნის შიდა საკითხია, მაგრამ ამ პოლიტიკოსის გამოჩენა, როგორც წესი, ცუდი ნიშანის მომასწავებელია, – ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ამის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს mail.ru

30 აპრილს  RTVI– ს  გამოქვეყნებულ ინტერვიუში, კრემლის სპიკერმა მიუთითა, რომ მან თვითონ ნახა  მედიის ინფორმაცია ამ იდეაზე კიევის უარის თქმის შესახებ,  რაც კარგი იქნებოდა თავად უკრაინისთვისაც.

„სააკაშვილი, ყოველთვის ცუდი ნიშანის მომასწავებელია.  მან დაანგრია საქართველო, არაფერი კარგი არ მოუტანია ოდესისათვის. ცუდი ნიშანი იყო პრეზიდენტ პოროშენკოსთვის, რომელმაც ის დაასაქმა, რამაც გამოიწვია პოროშენკოს რეიტინგის დაცემა“, -აღნიშნავს პესკოვი.  

აპრილის თვეში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს ვიცე პრემიერ მინისტრის პოსტი შესტავაზა, რიც შემდეგაც მას მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა საერთაშორისო სავალიუტო ფონდთან.  უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ამ იდეას შეეწინააღმდეგა.

ამავე დროს,რადამ  დასცინა სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების იდეას.

ნახეთ მეტი
Back to top button