მთავარისაზოგადოება

საქართველოს ოთხ ქალაქში ისევ დაიხურება შესვლა და გასვლა

1in.am. დღეს საქართველოს ოთხი ძირითადი ქალაქი, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ისევ იხურება.
გუშინ, 21:00 საათზე, ორდღიანი ვადა ამოიწურა მათთვის, ვისაც სურდა ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება და ამ ქალაქებში შესვლა ან გასვლა.
თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ქუთაისის საგუშაგოები მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება 15 აპრილიდან, რათა შეამცირონ კოროვირუსის გავრცელება.
ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ძალაში 27 აპრილს შევიდა, როდესაც დაიშვებოდა მანქანებისა და ტაქსების თავისუფალი გადაადგილება, საქონლის მიტანა და ონლაინ ვაჭრობა. ამავდროულად, ქვეყანაში არსებული კომენდანტის საათი არ მოხსნილა. მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში ყოფნა საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.
29 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კოროვირუსული ინფექციის 517 შემთხვევაა რეგისტრირებული, 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button