საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის რეცესიას ელიან მაისის ბოლოს

საქართველომ მოახერხა ეპიდემიის სწრაფი ზრდის თავიდან აცილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანამ უკვე მიაღწია პიკს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი უახლოეს დღეებში დაიწყებს შემცირებას. ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიის საავადმყოფოს დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ, იუწყება News-Georgia.
გასულ კვირას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო უკვე იმყოფება კორონავირუსის დაავადების პიკზე და ახლა მათი მთავარი ამოცანაა ეპიდემიის პლატოზე გასვლა. ცერცვაძე, COVID-19– ის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, არ იზიარებს ამ შეფასებას.

”მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ დავუშვით, ეპიდემიის მკვეთრი ზრდა … პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე მიაღწიეთ მწვერვალს, და ხვალ შეიძლება დაიწყოს რეცესია. მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ჩემს ზოგიერთ კოლეგას განსხვავებული აზრი აქვს”- აღნიშნა ცერცვაძემ.

პროფესორის მოსაზრებით, საქართველოში ეპიდემია პიკს მიაღწევს არა უადრეს ერთ კვირაში, და შემცირდება – მაისის ბოლოს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

”ვფიქრობ, მომდევნო კვირაში იქნება ზრდა, მაგრამ ეს იქნება დღეში რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული. შემდეგ ჩვენ მივაღწევთ მწვერვალს … სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ერთ, ორ, სამ კვირას, შემდეგ კი ეპიდემიამ უნდა დაიკლოს”,- დასძინა მან.

პლატო ეწოდება პერიოდს, რომლის დროსაც  იწყება სტაბილიზაცია – არ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ზრდა ჩერდება. თუ ვსაუბრობთ ეპიდემიაზე, პლატო ნიშნავს ეტაპს, როდესაც დაავადების პიკი მიღწეულია და ამის შემდეგ ეს მაჩვენებელი რჩება დაახლოებით იგივე დონეზე.
 კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა 26 თებერვალს. 30 აპრილისთვის დაავადება დაუდასტურდა 539 ადამიანს. აქედან 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 68-დან 86 წლამდე ასაკის ექვსი ადამიანი.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია COVID-19– ის 22 შემთხვევა. ჯერჯერობით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა 17 აპრილს – დღეში 34 შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button