არმენპრესი: ”… სომხური დიასპორის დღის წესრიგი ყოველთვის იყო დაკავშირებული სომხეთთან. სომხური დიასპორა არ იყო მხოლოდ ერთი და იგივე ადგილისა და ეროვნების ხალხის თანაცხოვრება. ეს იყო სათვისტომო, რომელსაც ჰქონდა თავის წინაშე დასმული საერთო მიზანი, რომელიც დაკავშირებული იყო სომეხი ხალხის დაბადების ადგილზე სახელმწიფო ერთეულის შექმნასა ან გაძლიერებასთან.
ეს ფენომენი უახლოეს დროს რომ შობილიყო, ალბათ ვიფიქრებდით, რომ ეს პროპაგანდის შედეგია, მაგრამ ჩვენ სომეხთა ერთიანობას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სახელმწიფოებრიობის მიმართ ვხედავთ მაშინაც კი, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებები განვითარებული არ იყო და დიდ გავლენას არ ახდენდა საზოგადოებრივ აზრზე. რიგითი მოქალაქისთვის დიასპორაში ასიმილაცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე თვითმყოფადობის შენარჩუნება. თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული მოტივაცია, მისწრაფება. შესაძლებელია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ეს მისწრაფება არის ათასწლეულის ისტორია, გენეტიკურ დონეზე არსებული განვითარებული ცივილიზებული თვითიდენტიფიკაცია… როდესაც ადამიანი, პირველ რიგში, თავს გრძნობს, თანამედროვე ტერმინით რომ ითქვას, სახელმწიფოს მოქალაქედ, სახელმწიფოს მფლობელად, გარკვეულწილად, იგი თავის მოვალეობად თვლის, რომ იზრუნოს აღნიშნული სახელმწიფოსა ან საყოველთაო საქმეზე.
მას კი ხელს უწყობს განვითარებული კულტურა. ეს არის კულტურა, რომელიც აყალიბებს და აძლიერებს ეროვნული ,,მე“-ს ცნობიერებას პიროვნებაში. მეორე მხრივ, მრავალ ერს აქვს განვითარებული კულტურა, მაგრამ არ აქვს ასეთი მახასიათებლებით განცალკევებული დიასპორა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ კულტურაში არ არის … ”