
რუსეთის გეოგრაფიული კავშირის პრესსამსახურიდან ირკვევა, რომ თბომავალი, „არმენია“, რომელიც გერმანელებმა ჩაძირეს დიდი სამამულო ომის დროს, ყირიმის სანაპიროებთან იქნა აღმოჩენილი.
ნავიგაციის ისტორიაში ამ თბომავალის ჩაძირვა იყო ერთ-ერთი მთავარი საზღვაო კატასტროფა, რომლის ბორტზეც სავარაუდოდ 6-10 ათასი ლტოლვილი იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოები განახორციელა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, რუსეთის გეოგრაფიული კავშირის წყალქვეშა კვლევის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად.
ჩაძირული გემი ყირიმიდან 15 საზღვაო მღონის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მის ძებნას 20 წელი და 300 კვადრატული მეტრი ფართის გამოკვლევა დასჭირდა. ერთ-ერთ ოპერაციაში მონაწილეობდა ცნობილი ამერიკელი ოკეანოგრაფი რობერტ ბალარდიც, რომელმაც 1985 წელს „ტიტანიკი“ აღმოაჩინა, ხოლო 1989 წელს გერმანული „ბისმარკის“ ფრაგმენტები.
2017 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული საძიებო ოპერაციების დროს, მაგნიტომეტრმა აღმოაჩინა მაგნიტური ანომალია ზღვის ფსკერზე. 2020 წლის მარტში, რეგულარული ძიების დროს, ტერიტორიის საფუძვლიანი გამოკვლევა მოხდა ჰიდროპროექტის საშუალებით. კვლევამ აჩვენა, რომ ფსკერზე მართლაც არსებობს ობიექტი, რომელიც მოხაზულობით წააგავს თბომავალ „არმენიას“.
წყალქვეშა მოწყობილობის რამდენიმე ჩაშვება გახდა საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ ნაპოვნი თბომავალი „არმენია“ იყო. საბოლოოდ გემზე აღმოაჩინეს მისი სახელი, რომელიც გემბანის ზარზე იყო დატანებული.
გემის სტრუქტურა დაფარულია შლამის ფენით, მაგრამ აშკარა ბზარები არ ეტყობა, რაც გამორიცხავს გემის დაღუპვის იმ ოფიციალური ვერსიას, თითქოს მას ტორპედო მოხვდა.
„ზედა კონსტრუქციაზე და გემბანზე განადგურების საშინელი კვალი ჩანს. მჭიდროდ დამონტაჟებული თოკები და სხვა ვერტიკალური ელემენტები გარედან არიან მოქცეულნი. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია ავიაბომბების აფეთქებით, რამაც ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა კონსტრუქციის მარცხენა შუა და წინა ნაწილებს. რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ გერმანული თვითმფრინავები თავს დაესხნენ თბომავალს სანავიგაციო ნაწილიდან“, – თქვა რუსეთის გეოგრაფიული კვლევის ცენტრის დირექტორმა სერგეი ფოკინმა.
დადასტურებულია ჰიპოთეზა წყლის ფსკერზე სწრაფად დაშვების შესახებ: ზოგიერთი ილუმინატორი არ არის გატეხილი. ისინი მთლიანად შიგნით არიან შევარდნილნი, ეს ნიშნავს, რომ ჩაძირვის დროს გემზე ჯერ კიდევ “საჰაერო ჯიბეები” არსებობდა.
ძიების მონაწილეები ამბობენ, რომ „არმენიის“ მიმართულებით ახალი ჩაყვინთვები არ განხორციელდება და აქ მიზეზი მხოლოდ სიღრმე არ არის.
„ეს არის წმინდა ისტორიული ობიექტი. დაახლოებით აქ განისვენებს 7000 ადამიანი და აბსოლუტურად შეუსაბამოა გრუნტის გათხრა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ. მე მინდა მჯერავდეს, რომ 1500 მეტრის სიღრმე შესძლებს დაიცვას აქ განსვენებულები სენსაციის მოყვარულთა და საგანძურის მონადირეთა უკანონო შემოტევებისგან“, – თქვა ფოკინმა.
იქ სადაც ჩაიძირა „არმენია“ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო სადგურის უფროსმა მოძღვარმა კირილმა გადაიხადა პარაკლისი თბომავალის ეკიპაჟისა და მგზავრების სულთა მოსახსენებლად. მათ პატივი მიაგეს სამხედრო წესითაც. მსხვერპლთა საპატივცემულოდ წყალში ჩაშვებული იქნა გვირგვინი და სამჯერ იქნა გაჟღერებული „SOS“ სიგნალი.