
ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ გაიმართება 2020 წლის 1-8 ნოემბერს.
“არმენპრესის” -ის ცნობით, შეტყობინება ამის შესახებ გამოქვეყნდა ფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
”ფესტივალის გუნდი თავს იკავებს ნაჩქარევი განცხადებებისაგან 12-19 ივლისს „ოქროს გარგარის“ გამართვასთან დაკავშირებით, ასევე, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ისევე როგორც მრავალი სომეხი და უცხოელი პარტნიორი განიხილავდა სხვადასხვა სცენარს, ფესტივალის ონლაინ ჩატარებიდან დაწყებული, დამთავრებული მისი მომავალი წლისათვის გადავადებამდე“,- ნათქვამია პოსტში.
გრძელი დისკუსიების შედეგად, „ოქროს გარგარის“ გუნდი მიზანშეწონილად მიიჩნევს ფესტივალის ჩატარებას 2020 წლის 1-8 ნოემბერს. არსებობს სხვა სცენარები, მაგრამ ამ ეტაპზე დამტკიცებულია ბოლო ვადა 1-8 ნოემბერი.
”იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად წავა. ივლისში ვერ შევხვდებით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ „ოქროს გარგარის“ დღესასწაული ნოემბერში აღინიშნება“, – ნათქვამია განცხადებაში.