საზოგადოება
აზერბაიჯანში ერთ ღამეში ორი მიწისძვრა მოხდა – ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა

ღამით აზერბაიჯანში მიწისძვრა ორჯერ მოხდა. პირველი შემთხვევა პირველის 5 წუთზე, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო. განმეორებითი 3.3 მაგნიტუდის ბიძგი კი თბილისის დროით 02:00 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში დაფიქსირდა.
სომხეთის სეისმიკური სამსახურის ცნობით 2 ბალიანი მიწისძვრა აღირიცხა ტავუშისა და ლორის რეგიონებშიც.