საერთაშორისო

სააკაშვილი კრიმინალია, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ადასტურებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და ამას სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს.

„ჩვენ გვაქვს სასამართლოს განაჩენები, რომელიც არაერთი ინსტანციის მიერ არის დადასტურებული და კანონიერ ძალაშია შესული. ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, გირგვლიანის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირადად არის მოხსენიებული ხელის დამფარებელი და მართლმსაჯულებისთვის ხელის შემშლელი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კრიმინალი. იქ არის ერთი ფრაზა რაც ამ ფაქტს ადასტურებს. პრეზიდენტმა, პროკურატურამ პენიტენციურმა სისტემამ პირი შეკრეს, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რეფორმების ეგიდით, საზოგადეოებას ბევრი ცვლილება მიჰყიდა. „სინამდვილეში ეს არ იყო რეფორმები, ეს იყო მიმართული მისი ხელისუფლების გამყარებისკენ და სხვა მიზანი არ ჰქონდა“, – აღნიშნა წულუკიანმა. 

ნახეთ მეტი
Back to top button