საზოგადოება

სომხეთის უხუცესი მოქალაქე 115 წლის გახდა

სომხეთის ყველაზე მხცოვანი პიროვნება  გლაძორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ამის შესახებ გლაძორის  მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდი გვაცნობებს.

„ამ დღეებში გლაძორის მუნიციპალიტეტის  უხუცესის  სირუშ სუმბატიან- მარგარიანის  115-ე დაბადების დღეა.  სირუშ მარგარიანი სომხეთის რესპუბლიკის უძველესი მკვიდრია. ჩვენ გულწრფელად  ვულოცავთ  ბებია  სირუშს და ვუსურვებთ მას  ჯანმრთელობას. ჩვენ ყველა ასაკოვან ადამიანს   ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს”-ასე ულოცავს გლაძორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სირანუშ ბებიას.

ნახეთ მეტი
Back to top button