მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 320 მედიცინის მუშაკი, გარდაცვლილები არ არიან: ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის  დაავადების 2386 შემთხვევიდან 320 ანუ  დაახლოებით 13.4% ჯანდაცვის მუშაკები არიან.  ამის შესახებ სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ჩანაწერი გააკეთა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ვინაიდან ამ კითხვას ხშირად სვამენ, მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსის დაავადების 2386 შემთხვევიდან 320 ან დაახლოებით 13.4% არის რეგისტრირებული სამედიცინო მუშაკებში.რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდაუვალია.

კორონავირუსით დაინფიცირებულ 320 სამედიცინო მუშაკთა შორის გარდაცვალების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ჯანდაცვის სისტემისათვის იმ ადამიანის მკურნალობა, რომელმაც თვითონ უნდა უმკურნალოს დაავადებულებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა  კორონავირუსის მკურნალობა  დიდ ხანს გრძელდება და  მედიცინის მუშაკები დიდი ხნით ეთიშებიან სამუშაოს.  

საბედნიეროდ, ჯანდაცვის მუშაკთა შორის გარდაცვალების შემთხვევა   არ დაფიქსირებულა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის წყალობით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ  60 წელს გადაცილებული ჯანდაცვის მუშაკები  მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ექიმების ნაკლებობა ძალიან იგრძნობა, ჩვენ მაინც არ გავრისკეთ და მაქსიმალურად ვუზრუნველყავით მათი სახლში დარჩენა“, -წერს მინისტრი

ნახეთ მეტი
Back to top button