ეკონომიკამთავარი

სომხეთში ჩამოვა ტესტებისთვის ნედლეულის მეორე პარტია. წარმოების დაწყება ახლოვდება

4 მაისი, არმენპრესი. სომხეთი ელოდება ნედლეულის მეორე პარტიას, კორონავირუსის დიაგნოსტიკური ტესტების საკუთარი წარმოების დასაწყებად. მოსალოდნელია, რომ ის სომხეთში იქნება მაისის შუა რიცხვებში, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი მზადაა წარმოება დაიწყოს მომდევნო დღესვე. ამის შესახებ „არმენპრესთან“ საუბარში განაცხადა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა არსენ არაქელიანმა.

”რეაქტივების ნაწილი უკვე სომხეთშია, ერთი ნაწილის ჩამოსვლა კი სომხეთში  მაისშია მოსალოდნელი. როდესაც ის ჩამოვა სომხეთში, ჩვენ მეორე დღიდანვე დავიწყებთ ტესტირებას და წარმოებას ”,- აღნიშნა არაქელიანმა.

წინასწარი შეთანხმების თანახმად, ინსტიტუტი აწარმოებს 100 000 ტესტს. იგი ირწმუნებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ აქვთ მეტი წარმოების პოტენციალი. არაქელიანს უჭირდა ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენ ხანში დაასრულებენ მუშაობას, მაგრამ შენიშნა, რომ ძალიან დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ ნამდვილად იქნება, როდესას დაიწყება წარმოება. ”წარმოება არ არის ძალიან რთული. ჩართულთა რიცხვი შეიძლება იყოს განსხვავებული, 5,10,20, ეს დამოკიდებულია დღეში წარმოებული ტესტების ოდენობაზე”, – აღნიშნა დირექტორმა.

თუ რა თანხა დაიხარჯება ერთი ტესტის წარმოებაზე, გაირკვევა წარმოების დაწყების შემდეგ. შეეხო რა საკითხს, რომ არსებობს ექსპორტის პოტენციალი, არაქელიანმა აღნიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, მაგრამ მან ჯერ კიდევ ვერ თქვა, იქნება თუ არა.

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ძირითადად გამოიყო ნედლეულზე. შეძენის საკითხებით დაკავებულია სწორედ მთავრობა. აღმასრულებლისგან შევიტყვეთ, რომ ნედლეული სომხეთში ჩინეთიდან ჩამოვა, ის მაისის შუა რიცხვებში ჩამოაღწევს, ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სომხეთის მთავრობამ 550 000 აშშ დოლარი გამოუყო მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტს, რათა განხორციელებულიყო კორონავირუსის დიაგნოზის ტესტების წარმოება სომხეთში. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთიდან სომხეთში 100 000 ტესტის რეაგენტი იყო შემოტანილი, რომ ელიც გადაეცა ინსტიტუტს. დღემდე სომხეთს კორონავირუსის დიაგნოსტიკური ტესტები შემოჰქონდა.

ნახეთ მეტი
Back to top button