მთავარისაზოგადოება

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსის პარალელურად: ფაშინიანი (ვიდეო)

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მოსახლეობამ უნდა ისწავლოს ქვეყანაში კორონავირუსის პირობებში ცხოვრება.

მისი თქმით, ქვეყანაში ცხადდება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი, რაც ნიშნავს დეცენტრალიზებულ ეტაპზე გადასვლას.

„მოსალოდნელია, რომ ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევები დარეგისტრირდება მომდევნო წლის მარტ-აპრილამდე, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შევძლოთ ვირუსთან ერთად ვიცხოვროთ უსაფრთხოდ. ერთი წლის განმავლობაში ჩაკეტილ და შეზღუდულ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ეს შეუძლებელია“, – თქვა პრემიერ მინისტრმა პირდაპირი ჩართვის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ  სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი, კომანდანტი  ტიგრან ავინიანი  და ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი.

გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ  „დღეს ნამდვილად რომ ვიცოდეთ მკაცრი რეჟიმის დაცვით დავამარცხებთ კორონავირუსს საბოლოოდ ერთი-ორი თვის განმავლობაში, ჩვენ ამ გზით წავიდოდით, მაგრამ  სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის, რის გამოც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის  მეთოდით“.

ნახეთ მეტი
Back to top button