
1in.am სომხეთი აქტიურ კავშირშია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. ამის შესახებ ერევანში განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, პარლამენტში განხილვებისას.
ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადება საყურადღებოა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაქირ ჰასანოვის ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე, რომელმაც აზერბაიჯანის არმიის სარდლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ საომარი მოქმედებების ალბათობა მკვეთრად იზრდება და ისინი მზად უნდა იყვნენ ამისათვის. ცხადია, აზერბაიჯანის მინისტრს მისის ნათქვამის კიდევ უფრო სარწმუნო ჟღერადობისათვის მაგალითად მოჰყავს სომხური მხარის “პროვოკაციები” და აღნიშნავს, რომ ისინი გვაიძულებენ მზად ვიყოთ საომარი მოქმედებებისთვისო. მაგრამ ეჭვს არ იწვევს აზერბაიჯანის პროპაგანდის ის ნაწილი, როდესაც ის ცდილობს ზავის პირობების დარღვევის საკუთარი ინციატივა გადააბრალოს სომხეთის მხარეს. ამ თვალთახედვით აზერბაიჯანის თავდაცვის მისნისტრის განცხადება არ ჯდება განცხადების ჩარჩოებში და ისმის როგორც მუქარა, რაც მოითხოვს პოლიტიკურ გამოხმაურებას, როგორც ერევნიდან, ასევე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებიდანაც.
ამავე დროს, საგულისხმოა, რომ ეს მუქარა ორი ფაქტორის ფონზე გაისმის: პირველი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის კარგად ცნობილი, გახმაურებული განცხადებაა, მეორე კი ამ განცხადების შემდეგ სომხეთის ყოფილ და ახლანდელ მთავრობას შორის დაძაბულობის ზრდაა. აზერბაიჯანი ფიქრობს რა სარგებელი მიიღოს ამ სიტუაციიდან. ასე ვთქვათ, ნიადაგს შინჯავს შესაძლებელი სამხედრო მუქარის ფონზე განჭვრიტოს არა თუ „ომის ბედ-იღბალი“, არამედ რეგიონში პოლიტიკური უპირატესობის მიღწევის საკითხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაღწიოს პოლიტიკურ უპირატესობებს სამხედრო შანტაჟებით.
ამ შემთხვევაში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო და აქტიური კავშირი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამერიკულ და ფრანგულ მხარესთან, თუნდაც იმიტომ რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთის მხარის ორმაგი “სეპარატისტული” თამაშის თავიდან აცილება, როგორადაც შეიძლება მიჩნეული იქნას მაგალითად ლავროვის განცხადება. თუმცა ეს განცხადება ბაქოში დიდი ენთუზაზმით არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ეხებოდა აზერბაიჯანული მხარის სურვილებს.
გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ ორმაგი თამაშის საშუალებით, მოსკოვი შესაძლებელია შეეცადოს და დაძაბოს სიტუაცია მხარეთა შორის, რათა შემდეგ „დამწყნარებელის “ როლი მოირგოს. მაგრამ ამჟამინდელ აზერბაიჯანში ძნელად თუ მოიპოვება ვინმე, ვინც თანახმა იქნება საკითხი საომარი მოქმედებით გადაჭრას და შემოაბრუნოს „ომის ბედი“, ისიც ამჟამინდელ სომხეთსა და მთიან ყარაბაღთან. რაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე შესაძლებელია გადაიქცეს არა „ბედის ცდად“, არამედ შეცდომის დაშვების შედეგად გამოწვეულ „დიდ უბედურებად“.
ავტორი: არამ ამატუნი