მთავარისაერთაშორისო

ნუბარ აფეიანის კომპანია გეგმავს კოროვირუსის ვაქცინის პირველი პარტიის გამოშვებას ივლისის თვეში

ცნობილ ბიზნესმენ ნუბარ აფეიანის მიერ დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია Moderna Therapeutics და Lonza Group AG გეგმავს დააჩქაროს  კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის წარმოება.

ექსპერიმენტული mRNA-1273 ვაქცინა, რომელიც კომპანია Moderna-ს მიერ იქნა შემუშავებული, ადრეულ ეტაპზე გამოცდას გადის აშს-ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში.  დაგეგმილია  მეორე კვარტალში ჩატარდეს გამოცდის მეორე ეტაპი.

10-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიები აპირებენ ყოველწლიურად ვაქცინის დოზის  გაზრდას  მილიარდამდე. ვაქცინის პირველი სერია სავარაუდოდ ივლისში იქნება მზად.

”მხარეები აპირებენ შექმნან დამატებითი საწარმოო ობიექტები   Lonza-ს საწარმოებში, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს წლიურად  წარმოებული იქნას 1 მილიარდამდე   mRNA-1273  ვაქცინა   მსოფლიოში გამოყენებისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აპრილში  Moderna-მ  483 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო აშშ-ს სამთავრობო სააგენტოსაგან  COVID-19  ვაქცინის შემუშავების დაჩქარების მიზნით. ბაზელში დაფუძნებულმა ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიისა და კვების კომპანია  Lonza-მ მიიღო კოროვირუსული პროექტების  40-ზე მეტი შეკვეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button