რომელია ეკლესიაში შეგზავნილი აგენტი – ანდრია სარია თუ გიორგი ანდრიაძე

ბერმონაზონ ანდრია სარიამ და პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ ერთმანეთი საპატრიარქოს წინაღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულეს.
ანდრიაძის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის დაკნინების მიზნით საპატრიარქოში მღვდელებს პერიოდულად აგენტების სახით აგზავნიან. კონკრეტულ მაგალითად მან ანდრია სარია და პეტრე ჭყონდიდელი დაასახელა. ერთ-ერთ არგუმენტად კი ანდრია სარიას მიერ პატრირქისთვის მირქმის მისალოცი ტექსტი დაასახელა.
„შეგზავნილი სასულიერო პირები, ეპისკოპოსები მღვდლები, აქტიურად უტეხავენ სახელს ეკლესიას. შეგზავნილი სასულიერო პირებიდან ერთერთი კი მამა ანდრია სარია და მისი ხელმძრვნელი მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდინდელია“, – განაცხადა ანდრიაძემ.
თავის მხრივ ანდრია სარიამ გიორგი ანდრიაძეს გასულ წლებში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი უწოდა და აღინიშნა რომ ის პატრიარქს ემალებოდა და საპატრიარქოში „კედელ-კედელ დადიოდა“. ანდრია სარიამ თავისი სიტყვების გასამყარებლად გასულ წლებში მომხდარი ამბების ფრაგმენტები შეახსენა – „ამბობდით რომ ეკლესია თქვენთვის „კლიჩკაა“ ეს დედა თამარმაც ხმამაღლა დაადასტურა და საკმარისია ჩემთვის რომ გიწოდოთ ეკლესიაში შეგზავნილი.“
მისივე თქმით, გიორგი ანდრიაძე საპატრიარქს ტელევიზიას საკუთარი პიარისთვის იყენებდა და კამერების გარეშე საზოგადოებაში არ გადიოდა.
ანდრია სარია „ტვ პირველის“ ეთერში პეტრე ჭყონდიდელის პოზიციებს იცავდა ხოლო გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს პოზიციას.