საერთაშორისო

“რუსეთი და ივანიშვილი ნერვიულობენ ჩემს უკრაინულ თანამდებობაზე”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობის დაკავების შესახებ “უკრაინა 24-ის” ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას თუ რა თანამდებობას დაიკავებს პრეზიდენტი ზელენსკი თავად გააჟღერებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების რეაქციებს გამოეხმაურა:

“ვფიქრობ ქართული რეაქცია არაფერ შუაშია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას საქართელოშიც არ უწევენ აგარიშს – ისეთი მიზერული ავტორიტეტი აქვთ.

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე. მეორეც – ამ დღეებში ვუყურებ ირონიით, რომ უკრაინაში გამოჩნდნენ ქართული რეფორმების ექსპერტები. სულელური არგუმენტები მოჰყავთ, რომ არ დაიწყოს რეალური ცვლილებები. ზელენსკის სურს ცვლილებები, მაგრამ აქ ინტერესთა ჯგუფები მოქმედებს.

ვფიქრობ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტი კონკრეტულ გადაწყვეტილებას გააჟღერებს. ნახეთ, ყველაზე მეტად ამ დანიშვნის წინააღმდეგ ისტერიულად გამოდის მოსკოვი. ყველა რუსულ არხზე ყველაზე მეტს სააკაშვილზე ლაპარაკობენ. თუ რუსეთი ასე ნერვიულობს, თუ გაზპრომის მსხვილი აქციონერი ივანიშვილი ნერვიულობს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის კარიერაც რუსეთთანაა დაკავშირებული, ესე იგი რაღაცაშია საქმე. იმიტომ რომ ეშინიათ, რომ თუ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვლება, მისი გაყოფა ვეღარ მოხდება, უკრაინა წარუმატებლობის მაგალითი ვერ იქნება. მე მათ ასეთი სიამოვნების საშუალებას არ მივცემ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button